იაპონიაში გამოიყვანეს ქათმის ჯიში, რომლის კვერცხიც კიბოს განკურნავს

იაპონელი სწავლულების მიერ გამოყვანილი, გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმები დადებენ კვერცხებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო ძვირად ღირებულ წამალს შეიცავს.

ინტერფერონი ბეტა, რომლითაც აპირებენ ქათმის კვერცხების გაჯერებას, ამ დროისათვის კიბოს ზოგ სახეობასთან, ჰეპატიტთან და გაფანტულ სკლეროზთან საბრძოლოდ გამოიყენება. აღნიშნული პრეპარატი პაციენტის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

 მეცნიერები დაჩქარებული ტემპებით მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ მალე დადგება დღე, როდესაც ქათმები interferon beta-თი გაჯერებული კვერცხების დადებას დაიწყებენ, რომლის რამდენიმე მიკროგრამიც 700-900 დოლარის ფარგლებში ღირს.
 იმის გათვალისწინებით, რომ დედლები კვერცხებს ყოველდღიურად დებენ, იაპონელ სწავლულებს იმედი აქვთ, რომ პრეპარატის ღირებულება დაახლოებით 50%-ით გაიაფდება.
 რაც მთავარია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოოდ მათი მეთოდიკა ტექნოლოგიურ გარღვევას მოახდენს.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებს მაინც მოუწევთ გარკვეული დროით მოცდა, ვინაიდან იაპონიაში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს ახალი ფარმაცევტული პრეპარატების დანერგვასთან დაკავშირებით.

ასე რომ, გენმოდიფიცირებული ქათმის კვერცხის გამოცდას ადგილობრივი მკვლევარები კიდევ რამდენიმე წელს შეალევენ.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *