ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი მცხეთა-მთიანეთში

ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის ძირითადი მიზანი სექტორში არსებული ვითარების შეფასება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაა.
საქართველოში ჯერჯერობით ჟოლოს წარმოება  სათანადოდ განვითარებული არ არის და მხოლოდ მცირე რაოდენობით იწარმოება.

ამ კულტურას აქვს პოტენციალი წარმატებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა, ჩაანაცვლოს იმპორტი და ასევე განხორციელდეს მისი ევროკავშირში
ექსპორტირება. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით მცხეთა-მთიანეთში კვლევის ობიექტად მოხდა ჟოლოს კულტურის შერჩევა.

საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟოლოს იმპორტი რაც განპირობებულია ადგილზე წარმოების მოცულობის სიმცირითა და პროდუქციის
სეზონურობაზე დამოკიდებულებით. შესაბამისი სტანდარტების სამაცივრე და შემნახველი სიმძლავრეების არ არსებობა რეგიონში და ასევე ჟოლოს მცირე მოსავალი არ
იძლევა შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში მიეწოდოს ბაზარს.

აღნიშნული სიცარიელის შევსება იმპორტით ხდება.

კვლევის სანახავად გადადით ბმულზე: http://research.pmcg-i.com/images/Policy_Papers/PIN%20VCAs/VCA%20ჟოლო.pdf

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *