საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა _ „მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები (SAFS)“

 საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ახალი სადოქტორო პროგრამის „მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები“ (SAFS) პრეზენტაცია გაიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა აგრარულ დარგში კვალიფიციური კადრების საჭიროების შესახებ ისაუბრა და ყურადღება სადოქტორო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სტრუქტურულ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას „მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები (SAFS)“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად, ფოლკსვაგენის (VW) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს.

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, კვლევები განხორციელდება ოთხი თემატური მიმართულებით:

1. მდგრადი სოფლის მეურნეობა და სურსათის ტექნოლოგიური ინოვაციები;

2. კლიმატის ცვლილებების გავლენა აგრო-სატყეო სისტემებზე;

3. ბიომრავალფეროვნება, ბუნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მართვა;

4. სურსათის წარმოების რეალური ფასი და სასოფლო-ურბანული კავშირები აგრო-სასურსათო სისტემებთან. 

პროექტის ძირითადი მიზანია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით დარგთაშორის ინტერდისციპლინარული კვლევების გაძლიერება, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების, არსებული ცოდნის გაფართოების, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების, ინოვაციური კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *