თაფლის ფესტივალი 2018

საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის (GAFA) თაოსნობით 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისის პირველ თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს. 

 თაფლის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან მიღებული მრავალფეროვანი ფუტკრის პროდუქტები: 
🔸 თაფლი; 
🔸 ფიჭიანი თაფლი; 
🔸 ფუტკრის რძე; 
🔸 ყვავილის მტვერი; 
🔸 დინდგელი;
🔸 ცვილი; 
🔸 ჭეო. 
თაფლთან ერთად, ფესტივალზე შეგეძლებათ დააგემოვნოთ ქართული:
ღვინო;
ჩურჩხელა;
პური;
ჩაი;
ყველი; 
აყალზე მომზადებული წაბლი და ცხელი ფუნთუშები;
ტკბილეული. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ევროკავშირი საქართველოსთვის, შპს. იმპერვეტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ათინათი, ISET.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე _ 272 43 06 ან  ელ. ფოსტით _  info@nbgg.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *