2018 წლის 5 ყველაზე ორიგინალური აგროინოვაცია

ბოლო წლების განმავლობაში ვენჩერული (ვენჩერული”ინვესტორები, ანუ ისეთი ინვესტორები ვინც სიახლეში, სტარტაპებში და სარისკო ინოვაციურ პროექტებში დებს ფულს,) ინვესტორები  სულ უფრო ხშირად აფინანსებენ აგროსტარტაპებს, რის წყალობითაც ბაზარზე ულტრაინოვაციური პროდუქტი გამოჩნდება ხოლმე, რომელიც ფერმერებს ყველაზე აქტუალური პრობლემის დაძლევაში ეხმარება. 

სენსორები ეფექტიანი მორწყვისთვის

მშრალი კლიმატის პირობებში მომუშავე ფერმერები დიდი ხანია სარწყავი სისტემებით გადიან იოლასმაგრამ ამ დროს, ხშირად გათვალისწინებული არ არის ამა თუ იმ ნიადაგის ან მინდვრის გარკვეული მონაკვეთის ტენისადმი მოთხოვნილება, რაც ნიადაგს წყლით ზედმეტად გააჯერებს და მისგან სასარგებლო ნივთიერებებს გამორეცხვს​. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად კარგი საშუალებაა კომპანია CropX-ის წარმოების სენსორი, რომელიც აანალიზებს ნიადაგის მდგომარეობას და ფერმერს კარნახობს, რომელ მონაკვეთზე რა ოდენობის სარწყავი წყლის მიწოდებაა საჭირო.

მარწყვის ხელით მკრეფავების შემცვლელი

ფერმერები რომლებიც სათუთ კენკროვნებს, მარწყვს, ჟოლოს და სხვა. აწარმოებენ, ხარჯის ლომის წილი სეზონურ მუშა-ხელზე მისდით. ასეთი კენკრის სასაქონლო თვისებების სწრაფად გაფუჭების გამო, მისი ავტომატიზებული კრეფა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იყო.

AGROBOT SW 6010 შეუძლია მარწყვი დაუზიანებლად მოკრიფოს, ავტომატურად დააკალიბროს და ყუთებში ხარისხის შესაბამისად ჩაალაგოს.

სასარგებლო მწერები

მოწყობილობა Parabug-ი სასოფლო-სამეურნეო მავნებლების ბიოკონტროლის უახლესი ინსტრუმენტია. ის  უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ყანებში სწრაფად და ეფექტიანად ანაწილებს სასარგებლო მწერებს, ბიოპრეპარატებს, გრანულებიან სასუქებს თუ სხვა აგრომასალებს.

Parabug-ის დახმარებით ოპერატიულად არის შესაძლებელი საჭირო მასალების ზუსტად იმ ადგილებში შეტანა, სადაც ეს ყველაზე მეტად მეტად უჭირს ამა თუ იმ კულტურას.

ხაფანგი მავნებლებისთვის

კომპანია Semios-ის სენსორები აღჭურვილია ჭკვიანი სისტემებით, რომელსაც შეუძლია მინდორში დაითვალოს და გააკონტროლოს მავნებლების რაოდენობა. როგორც კი მათ მიერ გამოწვეული ზიანი ზღვრულ ნორმას მიუახლოვდება, სენსორები ფერმერს ოპერატიულად აწვდიან შესაბამის ინფორმაციას. თუ ფერმერი Semios-ის და Parabug-ის მოწყობილობებს კომბინირებულად გამოიყენებს, დაცვის სისტემა უაღრესად ეფექტიანი იქნება.

სასუქის ეკონომია

ნიადაგის, კლიმატური პირობების და თვით კულტურის მდგომარეობის გაანალიზება Agronomic Technology Corp-ის ნოუ ჰაუა.

სისტემა საშუალებას იძლევა სასუქი მხოლოდ იმ მონაკვეთზე და იმ რაოდენობთ შეიტანოს​, რაც მოცემული ნიადაგისთვის არის საჭირო.

New Applicant NL5000 G5 Dry Applicator აგრეგატის სპირალურ გამფრქვევი სენსორების დახმარებით მაქსიმალურად ზუსტად აწვდის კულტურას საჭირო რაოდენობის მინერალური სასუქს და ფერმერს ხელშესახებ  ეკონომიას აძლევს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *