2019 წელს კომპანია აგროლაინი ჩინეთის ბაზარზე ლურჯი მოცვის გატანას გეგმავს

2019 წელს შპს აგროლაინი ჩინეთში ექსპორტზე ლურჯი მოცვის გატანას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ღვიანიაშვილი ამბობს შეთანხმება ჩინურ მხარესთან გასული წლის ნოემბრის ბოლოს შანხაიში აგროლაინის China International Import Expo- ზე მონაწილეობის დროს გადაწყდა.

ამ სეზონზე, უკვე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ ნედლი მოცვის ექსპორტი განხორციელება კუვეიტში, ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ამ ბაზრებს კომპანია მოცვს მომავლშიც მიაწვდის.

საწარმო კენკრის და ხილის გადამუშავება 2017 წელს ბაღდათის რაიონში დაიწყო, საწარმო სახელმწიფოს თანადგომით ერთიან აგროპროექტის პროგრამის დახმარებით შეიქმნა. საწარმოში დაინერგა ხარისხის სტანდარტი ISO 22000. საწარმოს აქვს სამაცივრო კომპლექსი, როგორც სწრაფი ისე შოკური გაყინვის სისტემით. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ვარციხის პლანტაციები“, რომლის საკუთრებაშია ლურჯი მოცვის და შავი ქლიავის პლანტაციები.

შპს „ვარციხის პლანტაციებმა“ ბაღდათის რაიონში ლურჯი მოცვის და ჟოლოს პლანტაციების გაშენება 2010 წელს დაიწყო. ჟოლომ არ გაამართლა, არც ნიადაგი გამოდგა ჟოლოსთვის სასურველ და არც კლიმატი. სამაგიეროდ  ლურჯმა მოცვმა კარგი შედეგი დააყენა და კომპანიაც მთიანად ლურჯ მოცვზე გადაერთო. ამჟამად კომპანიას ლურჯი  მოცვი თანამედროვე სარწყავი სისტემებით გაშენებული აქვს 6 ჰექტარზე, სადაც 6 ჯიშის ლურჯი მოცვი: Duke, Bluetta, BlueRay, BlueGold, BlueCrop, Reka, Chandler, Toro и Legacy მოჰყავთ. ამ სეზონზე კომპანიამ 30 ტონა ლურჯი მოცვი დაკრიფა.

2017 წლს კომპანიამ 10 ჰექტარზე შავი ქლიავიც გააშენა.

„ლურჯი მოცვის გაშენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ ნედლეული არ უნდ გაგვეყიდა და საბოლოო პროდუქციაც თვითონ გვეწარმოებინა. გადავწყვიტეთ შეგვექმნა კენკრის და ხილის გადამმუშავებელი და შემფუთავი საწარმო. მალევე საწარმოს ამოქმედებიდან ჩვენ ხარისხის მართვის ISO 22000 სერტიფიკატიც მივიღეთ და მიზნად პროდუქციის ექსპორტზე გატანა დავისახეთ. საწარმოსათვის „ვარციხის პლანტაციებში“ მოწეული კენკრა საკმარისი არ აღმოჩნდა და დანარჩენი მოცულობა ადგილობრივი ფერმერებისგან შევისყიდეთ. გდავწყვიტეთ, რომ ამ ევროკავშირის ბაზარზე არ გავიდეთ. ამ  ბაზარს ჰყავს ლურჯი მოცვის ტრადიციული მიმწოდებლები: ესპანეთი, პოლონეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ამიტომ  საექსპორტოდ არჩევანი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე, ყატარსა და ქუვეითზე შევაჩერეთ, სადაც ლურჯი მოცვი მთლიანად გარედან შეაქვთ, ამიტომ კონკურენცია დიდია, მაგრამ ამ ქვეყნებს ჩვენ ვაწვდით მხოლოდ ახალ კენკრას.

პარალელურად დაფასოებული ლურჯი მოცვი შევიტანეთ ქართულ სუპერმარკეტებში. უახლოეს მომავალში ადგილობრივ სავაჭრო ქსელს არასეზონურ პერიოდში გაყინულ მოცვსაც მივაწვდით. ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე  ჩვენ სრულად ვუწევთ კონკურენციას უცხოეთიდან შემოტანილ ანალოგიურ პროდუქციას, როგორც ხარისხით, ისე ფასით“ _ ამბობს ბატონი გიორგი ღვიანიაშვილი

შარშანდელთან შედარებით ქართულ ბაზარზე ლურჯ ​მოცვზე წლეულს მოთხონა გაიზარდა და ამის ფონზე კომპანია მზად არის, მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ამისთვის საწარმოო სიმძლავრეც ხელს უწყობთ, ქარხნის წარმადობა სეზონზე 300 ტონას აჭარბებს.

კომპანია აგროლაინი აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე და, როგორც თავში ვთქვით, ეს ბაზარი ჩინეთია.

ამის პარალელურად კომპანია ასორტიმენტის გაზრდაზეც მუშაობს, რათა საწარმოს მუშაობა მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი. კომპანიაში ფიქრობენ სხვა ხილის გადამუშავებაზეც, რომლის შესყიდვასაც ადგილობრივი ფერმერებისგან გეგმავენ.

ლურჯი მოცვის სეზონის დასრულების შემდეგ, კომპანია ამ წარმოების დატვირთვას შავი ქლიავის გადამუშავებით აპირებს. სამომავლოდ გეგმები სხვა ხილის გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *