აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობა

3D- ნაბეჭდი ყვავილები ფუტკრების გადასარჩენად

ავსტრალიელმა მხატვარმა მაიკლ კენდიმ გამოიგონა  ხელოვნური დასამტვერიანებლად 3D ნაბეჭდი ყვავილების ტექნოლოგია, რასაც ფუტკრების რამდენიმე რისკისგან ერთდროულად დაცვა შეუძლია.  

კენდის პროექტი Synthetic Polleniser გარობოტებული ყვავილების სისტემაა, რომელიც დამტვერვის პროცესს უფრო უსაფრთხოს ხდის ფუტკრებისთვის.

ხშირად ფუტკრები კლიმატის ცვლილებების, პესტიციდების, ვაროას ტკიპასა და სხვა დაავადებების გამო მნიშვნელოვნად ზარალდებიან. კენდის სიტყვებით მის პროექტს შეუძლია ფუტკრებს ამგვარი ხიფათისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

3D დაბეჭდილ ყვავილებს აქვს მტვრიანა და ნექტარი. ნექტარი 3D ყვავილის ზედაპირზე მიკრო ძრავებს მილაკების გავლით გადააქვს. ყოველ ყვავილედს რაფსის ყვავილის მსგავსი სინთეტიკური მტვრიანა და 3დ ნაბეჭდი ფურცლები აქვს, რაც ფუტკრებს იტყუებს და მას ისე იღებენ როგორც ნამდვილ ყვავილებს.

„ამ სისტემის შექმნას რამდენიმე წელიწადი დაჭირდა, რათა ფუტკრები ხელოვნურ დამამტვერიანებელს მიეზიდა და 3D ყვავილებიდან მტვერის შეგროვება დაეწყოთ. 

კენდის იმედი აქვს, რომ Synthetic Polleniser-ის პროექტი სამომავლოდ ხოლოვნურ ეკოსისტემებად გარდაიქმნება და სრულფასოვნად ამოქმედდება.

წყარო: robo-hunter.com