აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017-2018 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია  სსმმ აკადემიაში

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ 2017 წელში განხორციელებული და 2018 წელში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.

მინისტრმა აკადემიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2017-2018 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ, ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრისა და აგროსერვის ცენტრის, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით, რეგიონალურ და ცენტრალურ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა პროგრამული პროექტების განხორცილების კუთხით. პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრაზე განიხილეს 2017 წელში განხორციელებულ პროგრამებს.

კერძოდ: სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა ა.მ.ა.გ.ი (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება), მაღალეფექტიური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. 2017 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 193 348 ლარით. სამინისტრო 2018 წელს განსხორციელებს 8 პროგრამას, რომელიც მოიცავს 18 ქვეპროგრამას. რომლის ბიუჯეტია 10 168 575 ლარი.

,,სოფლის მეურენობის განვითარებას ასეთი მიდგომა ჭირდება, როგორი შეხედულება დღეს წარმოგვიდგინა აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ. მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი.

სიამაყით ვისმენდით მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები, ასეთი მუშაობით ქართული სოფელიც მოიგებს და საქმეც წინ წავა’’ – განაცხადეს შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *