აგროსიახლეებიდარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

აბრეშუმა _ სარეველა რომელიც ყველა მცენარეს ახმობს და ანადგურებს

აბრეშუმა (ლათ. Cuscuta) — ერთწლოვანი სარეველა  აბრეშუმასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ფესვი და ნამდვილი ფოთოლი აბრეშუმას არ აქვს. პატრონმცენარეს ეკვრის ხვიარა ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და მის ხარჯზე იკვებება.
 ყვავილი წვრილი, ვარდისფერი ან თეთრი აქვს. თესლი გაღივების უნარს  3-10 წლამდე ინარჩუნებს.

აბრეშუმა ეხვევა მცენარეს  ართმევს საკვებ ნივთიერებებს და ურღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რის გამოც ის სუსტდება, კნინდება ზრდა-განვითარებაში, ავადდება ვირუსებით, უმცირდება ნაყოფიერება, იძლევა უხარისხო და მცირე მოსავალს, უკიდურეს შემთხვევაში კი  კვდება!

აბრეშუმას 200-მდე სახეობის მცენარის დაზიანება შეუძლია.

ყვავილობის და თესლის წარმოქმნის პერიოდში, აბრეშუმაში გროვდება შხამიანი ნივთიერებები, რომელიც წამლავს ცხენებს და საქონელს თუ შეჰყვა ბალახთან ან თივასთან ერთად!

25°С გარემო ტემპერატურაზე და ნიადაგის მაღალ ტენიანობის პირობებში სარეველა თესლიდან აღმოცენდება, 10 დღეში აღწევს 10 სმ-ს და 12 დღის შემდეგ ხმება, მაგრამ თუ ტემპერატურა 18–20 °С-ია, ის  ვეგეტაციას განაგრძობს 20 დღემდე და თუ ახალი „მსხვერპლი“ ვერ იპოვა, ხმება.

აბრეშუმა ივნის-ივლისში ყვავილობს, 2-3 თვეში მწიფდება თესლი. ერთი მცენარე, 3-დან 20 ათასამდე თესლს იძლევა. ერთი თესლიდან აღმოცენებულ აბრეშუმას 62-მდე ტერიტორიის დაფარვა, დაზიანება შეუძლია. სარეველას თესლს ნიადაგში 6 წელიწადი ძლებს და აღმოსაცენებლად ხელსაყრელ პირობებს ელოდება.

აბრეშუმას მოგლეჯილი და დაქუცმაცებული ღეროებიც კი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს და როგორც კი ნიადაგში ხელსაყრელი პირობა ექმნება ცოცხლდება 

როგორ მოვიქცეთ თუ პარაზიტი დამკვიდრდა ნაკვეთზე?- უნდა გაიწმინდოს!

აბრეშუმას თესლი არ აღმოცენდება, თუ ნიადაგის 6-7-სმ-დე სიღრმეში მოხვდა. მოსავლის აღების შემდეგ ღრმად გადაბარვა – მცენარეს აღმოცენების საშუალებას ართმევს.

გაწმენდის კიდევ ერთი საშუალებაა ზრდის სტიმულირება… მცენარე არ იზრდება ნიადაგის ტენიანობის გარეშე! ამიტომ, მორწყეთ მიწა, დააცადეთ ამოსვლა და 5-7 დღის შემდეგ ამოთხარეთ ამოწვერილი სარეველები ხელით. ეს პროცედურა გაიმეორეთ სეზონზე 2-3-ჯერ.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს პარაზიტი დიდი რაოდენობითაა მოდებული, აბრეშუმას აყვავებამდე ნაკვეთი უნდა გაითიბოს (კულტურულების ჩათვლით), მოგროვდეს, გაშრეს და დაიწვას. გათიბული ბალახის რაიმე მიზნით გამოყენება დაუშვებელია!

ნაკვეთზე, რომელიც აბრეშუმათი იყო დასარეველიანებული, პირველ ორ წელიწადს მარცვლოვანი კულტურები (ხორბალი, სიმინდი, ქერი…) უნდა დაითესოს, რომელზეც აბრეშუმას ურთულდება დამკვიდრება.

აბრეშუმას გასანადგურებლად იყენებენ ქიმიურ პრეპარატებსაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ პრეპარატებით კულტურული მცენარეც ნადგურდება, ნიადაგიც ბინძურდება. 

​აბრეშუმას მიერ „ოკუპირებულ“ ტერიტორიაზე და თუნდაც სამეზობლოდ, არ შეიძლება კულტურული მცენარის თესლის შეგროვება, მიწის აღება, დაუმწვარი ნაკელის გამოყენება,  რომელიც შეიძლება სარეველას თესლებიც შეყვეს და თავიდან გაამრავლოთ!

რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, დროს უქმად ნუ დაკარგავთ, რადგან არცერთი ეფექტიანი არ არის.

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, აბრეშუმას ერთი ძირი შეიძლება შემოეხვიოს რამდენიმე  მცენარეს. ამ დროს მის ღეროები გადამცემის ფუნქციას ასრულებს  და რითაც სარეველისგან „შეპყრობილი“ მცენარე, სხვა მცენარეებს გადასცემს სიგნალს და აფრთხილებს საშიშროების მოახლოებასთან დაკავშირებით.

რას ზომებს იღებენ ამ დროს ,,გაფრთხილებული,, მცენარეები? მაგალითად ავშანი_ აბზინდა, როდესაც გრძნობს რომ „საფრთხე ემუქრება“ (ჭამენ) მეზობელ აბზინდებს, თვითონაც აგზავნის „SOS“! სიგნალს და სასწრაფოდ იწყებს ფოთლებში ისეთი ნივთიერებების დაგროვებას, რაც მათ უგემურს ხდის და „მტერს“ მადას უკარგავს!

თქვენი ბაღი

ლია მღვდელაძე