„აჩინებულის“ პროდუქცია ჩინებული გამოვა

ასეთი საწარმოები დღეს ძალიან სჭირდება საქართველოს რეგიონებს, რათა ჭარბი ხილი, რაც ასე უხვადაა ქვეყანაში, გადაუმუშავებელი არ დარჩეს და მოსახლეობამ სარგებელი ნახოს.

დღეს თელავის რაიონში კიდევ ერთი ხილის გადამმუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „აჩინებული“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 2, 500, 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 975, 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 632, 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,  კახეთის  რეგიონის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა.

საწარმოში, წელიწადში 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.

2018 წლის ბოლოსთვის, კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. აქედან, კახეთის რეგიონში  57 ახალი საწარმო შეიქმნა. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *