აგრომიმომხილვა _ ცოცხალ ცხვრის ექსპორტ-იმპორტი

2015 წელს ქართული ცხვრის ბაზარზე არაბეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მნიშვნელოვანი  ცვლილებები მოხდა.

2015 წლამდე ქართული ცხვარი ექსპორტზე ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, 2015 წელს კი საექსპორტო ბაზრებს შეემატა არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ლიბანი და საუდის არაბეთი.

უახლესი მონაცემების თანახმად, ქართული ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მცირდება, ხოლო ცხვრის ხორცის ექსპორტი იზრდება, რაც მიუთითებს ცხვრის ბაზრის განვითარებასა და ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვში უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალზე.

რაც შეეხება ფასებს, ხორცის საექსპორტო ფასი გაცილებით აღემატება ცოცხალი წონის საექსპორტო ფასს, რაც ქართველ ექსპორტიორებს უბიძგებთ ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ხორცით ჩანაცვლებისკენ.

იმის მიუხედავად,  რომ პირველადი პროდუქტის ექსპორტის ჩანაცვლება გადამუშავებული პროდუქტით, სექტორისთვის ზოგადად კარგია, 2018 წელს ცოცხალი ცხვრისა და ცხვრის ხორცის იმპორტის გაზრდა, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ადგილობრივ მწარმოებლებზე, რადგან ამ დროს განსაკუთრებით საშიშია ხორცის რეექსპორტი, რომელიც საჭიროებს მკაცრ კონტროლს, რათა უცხოური ხორცი არ გავიდეს საქართველოდან როგორც ქართული.

სუსტი კონტროლის შემთხვევაში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების გამო, შესაძლოა, ქართველი მეცხვარეები დაზარალდნენ, ხოლო საქართველოს ურთიერთობა სავაჭრო პარტნიორებთან გაუარესდეს.

წყარო: iset-pi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *