აგროპროექტები 2019 წელს 89 600 000 ლარით დაფინანსდება

მთავრობა აგროპროექტებს მომავალ წელსაც დააფინანსებს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 89 600 000 ლარია გამოყოფილი.

აგროპროექტების დასაფინანსებლად განკუთვნილი თანხის ჯამური მოცულობიდან 49 მლნ ლარი შეღავათიან აგროკრედიტებზე მოდის, 13 მლნ ლარით დაფინანსდება პროექტი „დანარგე მომავალი“, ასევე 13 მლნ ლარია განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

წყარო:imedinews.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *