ალუბლის ქართული ჯიშები

 ავჭალის ალუბალი (Avchalis Alubali) 

ქართული წარმოშობის ჯიშია,  გვხვდება ვეგეტატიურად ნამრავლი სახით, ამონაყრებით.

საშუალო  ზრდის ხეა,  განიერ-პირამიდული, მეჩხერად დატოტვილი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო  (შიდა ქართლის პირობებში აპრილის Iდეკადა).
ნაყოფის ფერი: მუქი წითელი, კანი – თხელი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის.
ნაყოფის ზომა: მსხვილი.
რბილობი: ნაზი, წვნიანი, კურკა საშუალო ზომის, მომრგვალო. რბილობს არ სცილდება.
სიმწიფის  და კრეფის პერიოდი: ივლისის პირველ ნახევარში.
ნაყოფების მომწიფება: ერთდროული.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.

დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში დამატებითი  ინფორმაცია: გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია;

გამოიყენება ნედლად, ასევე საკომპოტედ და სამურაბედ გადასამუშავებლად.

 

ბოლნისის ალუბალი
 ბოლნისის ალუბალიადგილობრივი ჯიშია, საშუალო ზრდის ხეა, მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით.
ვავილობის პერიოდი: საშუალოქვემო ქართლის (ბოლნისის) პირობებშიყვავილობს აპრილის II დეკადაში.
 ნაყოფის ფერი: კანი – მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი, ბრწყინავი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო ფორმის, მკვეთრად გამოხატული მუცლის ნაკერით.
ნაყოფის ზომა: საშუალზე მსხვილი. მასა- 3 გრამი. ყუნწი -საშუალო სიგრძის, წვრილი. ნაყოფს ადვილად სცილდება.
რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა – პატარა, მომრგვალო ფორმის.
 სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება 10 ივლისიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
 საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟაო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
გავრცელებულია შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში. ხასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია.
გამოიყენება სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად.
მუხრანის ალუბალი
მუხრანინის  ალუბალი

 ადგილობრივი ჯიშია, აერთიანებს ადგილობრივი წარმოშობის, მრავალ კლონს და თესლნერგს.

ძლიერი ზრდის ხეა: ვარჯი განიერ-პირამიდალური ფორმის, თხელი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. მუხრანის პირობებში  ყვავილობს აპრილის III დეკადაში.
ნაყოფის ფერი: კანი საკმაოდ მკვრივია, მუქი წითელი. დაჰყვება კანქვეშა წინწკლები.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. საკმაოდ გამოხატული მუცლის ნაკერით.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. ყუნწი – გრძელი, წვრილი, ადვილად სცილდება ნაყოფს.
რბილობი: მუქი წითელი ფერის,ნაზი, წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: სიმწიფეს იწყებს ივლისის III დეკადიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი,  ახასიათებს მოტკბო-მომჟავო გემო, სასიამოვნო არომატით.

გავრცელებულია შიდა  ქართლში, განსაკურებით – მცხეთის რაიონში.

ხასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობის უნარით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად. მრავლდება ფესვის ამონაყარით.
ქართული ალუბალი
ქართული ალუბალი ქართულ ალუბალი   ადგილობრივი წარმოშობის მრავალ კლონს და თესლნერგს აერთიანებს, რომლებიც ქართული მჟავე ალუბლის სახელწოდებითაა ცნობილი. საქართველოში სამრეწველო ალუბლის ერთ-ერთი ჯიშია.
საშუალო ზრდის ხეა: მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის  თხელი განტოტვილი ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანოშიდა ქართლის პირობებში (კასპი) ყვავილობს აპრილის II-III დეკადაში.
ნაყოფის ფერი: კანი თხელი, ნაზი, მუქი წითელი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. მასა- 3,0 გ. ყუმწი – გრძელი. ნაყოფს ადვილად სცილდება.
რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.
სიმწიფის  და გამოყენების პერიოდი: ფორმების მიხედვით, სიმწიფის ვადები სხვადასხვაა. იწყება ივნისის ბოლოს და გრძელდება – ივლისის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი, სასიამოვნო არომატით.

დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  არის გავრცელებული შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება ნაკლები ტრანსპორტაბელობით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ, მაღალი ხარისხის წვენების დასამზადებლად.

წყარო: elkana.org.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *