ამბროლაურში ღორის ხორცის გადამმუშავებელი საწარმო „რაჭული ლორი“ ამოქმედდა

როგორც საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „რაჭული ლორი“ გაიხსნა, რომელიც  „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 800 ათასამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 323 876 ლარი გრანტია, ხოლო _ 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი”.

საწარმო პირველ ეტაპზე წელიწადში 30 ტოანა ღორის ხორცს გადაამუშავებს, რომელიც ჯერ ადგილობრივ ბაზარზე და ხოლო სამომავლოდ მეზობელი ქვეყნების ბაზარზეც გავა.  ქარხანაში მუდმივად 14 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *