ატამი აპრილში _ ისრაელელ ფერმერთა მიღწევები

ადამიანების უმეტესობას უდაბნოს გახსენებისთანავე თვალწინ წარმოუდგება ბარხანები და ცხელი ქვიშის უსასრულო სივრცე. უდაბნოთა უმეტესობა მსოფლიოში სწორედაც რომ ასეთია, მაგრამ არა ისრაელის უდაბნოები.

არავას უდაბნოს სოფლის მეურნეობა

ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობას არავას უნაყოფო სტეპები, უდაბნო. რამდენიმე ათეული წლის წინათ აქ მართლაც უდაბნო იყო, მაგრამ დღეს არავას კიბუცებსა და მაშავებში თანამედროვე ტექნოლოგიებით მოჰყავთ საუკეთესო ბოსტნეული და ხილი.

ისრაელის სოფლის მეურნეობა

არავას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ცხელი კლიმატია, რომელიც  მთელი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პორდუქტების წარმოებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის და რამდენიმე მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. ამის მიღწევა, წყლის რესურსების ოსტატურად გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ეს სხვა თემაა და თუ როგორ იყენებენ და უფრთხილდებიან აქ წყალს,  ამის თაობაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.

ჩვენ დროში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს პესტიციდების და ანტიბიოტიკების გარეშე მოწეული „ჯანსაღი“, საკვები მოიხმაროს. ეს მთავარი ამოცანაა, რაც არავას აგრარიკოსების წინაშე დგას. დღეს არავაში  160 000 ტონა ხილი და ბოსტნეული იწარმოება. აქედან 120 000 ტონა ექსპორტზე გადის, ხოლო დანარჩენს ადგილობრივი ბაზარი მოიხმარს.

ბოლო წლებში არავაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა მილიარდ შეკელს გადააჭარბა, ამას შიდა ბაზრიდან მიღებული 200 მილიონი შეკელიც ემატება, რაც სოლიდური მიღწევაა.

ექსპორტირებულ პროდუქტთა შორის დიდი წილი ტკბილ წიწაკაზე (113 000 ტ.) და ფინიკზე (3700ტ.) მოდის. ამასთან ერთად ისრაელელი ფერმერები წარმატებით ითვისებენ სხვა კულტურებსაც: ყაბაყს, ხახვს, კიტრს, ბადრიჯანს, კვახს, კომბოსტოს, მწარე წიწაკას და სხვადასხვა ხილს, რისი მოყვანის საშუალებასაც აქაური კლიმატი იძლევა.

ატამი და ვაშლატამა – აპრილში

აქ მოსაყოლიც არაფერია, იმის გარდა, რომ ხილი _ გარგარი, ატამი, ვაშლატამა და მუშმალა ჩვეულებრივზე რამდენიმე კვირით ადრე მწიფდება და დახლებზე აპრილის დასაწყისში ხვდება, რაც მიიღწევა არა ქიმიის გამოყენებით, არამედ აქაური კლიმატის, გულუხვი მზის და ჭკვიანი ფერმერების მუხლჩაუხრელი შრომით.

თევზებ და კიტრი _ ურთიერთმომგებიანი თანაარსებობა

საქმე არ ეხება იმას, რომ თევზები ვკვებოთ კიტრით ან კიტრის ნიადაგი თევზის კომპოსტით გავანოყიეროთ. თევზებს და კიტრს შორის სივრცე სრულიად გაყოფილია. დაბლა აუზია _თევზსაშენი, მაღლა კი სპეციალური ნარები, რომელზეც კიტრი იზრდება. მცენარის ფესვები წყალშია ჩაშვებული და სასიცოცხლო ელემენტებით კვებავს თევზებს, თავის მხრივ ფესვები წყლიდან იღებს მცენარისთვის საჭირო ტენს და საკვებ ელემენტებს, რომელსაც თევზები გამოყოფენ წყალში.

დღეს ასეთივე ტექნოლოგიებით აშენებენ სალათს. და რაც ასე მნიშვნელოვანია, აქ არსად არის ნიადაგი, საჭირო რომ გახდეს სასუქები და შხამ-ქიმიკატები, პროდუქტი სრულიად ეკოლოგიურია.

ისრაელში არის სხვა უდაბნოები, სადაც წელიწადში სამი მოსავალიც კი მოჰყავთ, არსებობს კიდევ ნაყოფიერი დაბლობები და ტბები, სადაც აშენებენ ზუთხს და საექსპორტოდ გააქვთ შავი ხიზილალა.

არსებობს მერძევეობის ფერმები, სადაც იძლევიან იმაზე მეტ რძეს ფურები, ვიდრე მათივე ნათესავები ჰოლანდიასა თუ აშშ-ში.

ერთი სიტყვით ისრაელის სოფლის მეურნეობაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები, რის შესახებაც პერიოდულად მოგითხრობთ.

და რაც ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანია_საქართველოში ისრაელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად გაცილებით უკეთესი ნიადაგორბრივი და კლიმატური პირობებია  ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოებლად და ეს რესურსი დღეს სრულიად გამოუყენებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *