აჭარაში ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მთა ჩირუხში ნივრის კარგ მოსავალს ელოდებიან

2015 წელს მაღალმთიან აჭარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, უკრაინული „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის თესლი ჩამოიტანა, გამოცადა, კარგი შედეგი მიიღო და გასამრავლებლად ფერმერებს გადასცა.

მთა ჩირუხში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე ნივრის ნაკვეთი რამდენიმე ფერმერს აქვს, რასაც ძალიან კარგადაც უვლიან და მოსავალსაც საუკეთესოს ელოდებიან. 

ფერმერი რამაზ ფუტკარაძე განხორციელებული პროექტით კმაყოფილია, უხვ მოსავალსაც ელოდება და სურვილიც აქვს ნივრის წარმოება მომავალ წელსაც გააგრძელოს.

როგორც ვთქვით, აქ მიმდინარე წელს ასევე ბევრ ფერმერს აქვს ნიორი დათესილი და მალე ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა ჯანსაღ პროდუქტს მოიწევენ. ფერმერები მთავრობას ნივრის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს საქმეც დადებითად გადაწყდება.

ამასთან აქვე ნივრის თესლის შეძენით დაინტერესებულ ფერმერებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ  ნივრის პროგრამა გრძელდება, ფერმერებს „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის თესლის შეძენა წლეულსაც, როგორც შარშან, თანადაფინანსებით შეეძლებათ.

სასიხარულოა როდესაც განხორციელებული პროგრამით კმაყოფილ ფერმერებს ხვდები, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს იძლევა ახალი პროგრამების განსახორციელებლად.

გოჩა ბერიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *