აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ნატურალ პროდუქტს“ რძის შემკრები მანქანა და რძის ბიდონები გადსცა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მოადილეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ყველის საწარმოს შპს ,,ნატურალ პროდუქტს“ რძის შემკრები მანქანა და 300 ცალამდე რძის მათარა (ბიდონი) გადაცსა და საწარმოს ადგილზე გაეცნო.

 რძის წარმოება – რეალიზაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით, აღნიშნული მანქანა საწარმოს  შეღავათიანი პირობებით მოემსაურება, რაც უზრუნველყოფს წარმოებული ნედლი რძის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდას, მეცხოველე ფერმერთა სტიმულირებას, მოსახლეობისა და ტურისტების უვნებელი პროდუქტით მომარაგებას.

 

შპს ,,ნატურალ პროდუქტი” ერთადერთი რძის გადამამუშვებელი საწარმოა მაღალმთიან აჭარაში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რეგიონის მეცხოველეობის დარგის განვითარებაში.

საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 800-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, რომელთაც გაუჩნდათ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. საწარმო დღიურად 4-დან 6 ტონამდე რძეს ამუშავებს და იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღსა და კარაქს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარზე, წამყვან სასტუმრო-რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. საწარმოში 30-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.

,,მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში.

რძის გადამამუშავებელი საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რაც გამოიხატება იმაში რომ მეცხოველეობის დარგის განვითრების კუთხით არა ერთი პროგრამა განხორციელდა.

დღევანდელი ღონისძიებაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ. აღნიშნული პროგრამა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალ სამუშაო ადგილები სოფლად, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს სოფლად მაცხოვრებლებს’’. – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *