აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერების დახმარების ქვეპროგრამას იწყებს.

მეფუტკრე ფერმერებმა ამ პროგრამით დახმარების მისაღებად შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილონ:

1.  მეფუტკრე ფერმერებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 სკა, რომლებსაც დაავადებების გამო ფუტკრის ოჯახების 50 % – დაეღუპათ;

2. ფერმერებმა და კოოპერატივებმა უნდა მიმართონ აგროსერვის ცენტრს. წარადგინონ ფუტკრის ოჯახების ინვოისი, მიწის ნაკვეთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებმა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

3. პროგრამის ფარგლებში ფერმერები მიიღებენ არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 ფუტკრის ოჯახს, ხოლო კოოპერატივები არაუმეტეს _ 50 ფუტკრის ოჯახს;

4. ფერმერი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ფუტკრის ოჯახების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას;

5. ერთი ფუტკრის ოჯახის შესაძენად აგროსერვის ცენტრის მიერ გასაცემი სუბსიდია შეადგენს 100 ლარს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *