დარგებიმცენარეთა დაცვა

ატმის ცრუფარიანა

ატმის ცრუფარიანა საკმაოდ დიდი ზომისაა და 10 მმ-ს აღწევს. ახალგაზრდა ცრუფარიანას ფერი მუქი ყვითელია, ხოლო ხნიერი ცრუფარიანა მოწითალო ყავისფერია. ატმის ცრუფარიანა აზიანებს მთელ რიგ კულტურულ, კონტინენტურ და სუპტროპიკულ ხეხილს.

მატლები სახლდებიან და იკვებებიან ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარი ძარღვის გასწვრივ. ფოთოლი უფერულდება, რასაც ფოტოსინთეზის პროცესის შენელება მოსდევს. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ძირს ცვივა.

ცრუფარიანა ზამთრობს მატლის ფაზაში. მარადმწვანე მცენარეებზე, ფოთლის ქვედა მხრიდან, მთავარი ძარღვის გასწვრივ, ხოლო ფოთოლმცვენ მცენარეებზე კი გამერქნიანებულ ორგანოებზე.

ატმის ცრუფარიანა დასავლეთ საქართველოში ორ თაობას იძლევა. პირველი თაობის მდედრები კვერცხებს დებენ მაისში, ხოლო მეორე თაობა სექტემბერში. აღმოსავლეთ საქართველოში ერთ თაობას გვაძლევს.

მკურნალობა — სამკურნალო საშუალებების და მათი გამოყენების წესების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან, თვითშემოქმედებამ და არაპროფესიონალის „რჩევებმა“ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს მცენარეს და ბაღს.

იყავით ფრთხილად!

გისურვებთ წარმატებას!