ავსტრიელ მებაღეებს გაზაფხულის წაყინვებისგან ქარის წისქვილები დაიცავს

სოფლის მეურნეობა ექსტრემალური კლიმატური პირობები უზარმაზარ ზიანს აყენებს. 2017 წელს ავსტრიაში ხეხილის ზამთრის წაყინვებისგან ავსტრიელმა ფერმერებმა მოსავლის 50% დაკარგა, ხოლო 2016 წელს კი, თითქმის 80 ვაშლის მოსავლის 80%. მეცნიერები და მწარმოებლებმა შეიმუშავეს ქარის წისქვილი, რომლის წყალობითაც ამ პრობლემისგან თავის დაღწევა იქნება შესაძლებელი.

ავსტრიაში, შტირიის მხარეში ტესტირებას გადის ექსპერიმენტული პროექტი _ ქარის წისქვილი, რომელმაც გაზაფხულის წაყინვებისგან უნდა დაიცვას ბაღები და კენკროვანთა პლანტაციები.

10 მეტრის სიმაღლის მოწყობილობა უზარმაზარი ფრთებით აღჭურვილია პარაფინის გამაცხელებლებითა და სხვა საჭირო აგრეგატებით. მისი გაშვების დროს ჰაერის ცივი და თბილი ნაკადები ერთმანეთში ერევა და თანაბრად ნაწილდება მოცემულ მონაკვეთზე და მოყინვისგან იცავს ხეხილის გაშლილ ყვავილებს.

წაყინვების საწინააღმდეგო ქარის წისქვილი იაფი სიამოვნება ნამდვილად არ გახლავთ. მთელი მოწყობილობის ღირებულება და მონტაჟი 60€ ათასი ჯდება. წისქვილის სიმძლავრე 7 ჰექტარი ტერიტორიის დასაცავად არის საკმარისი.

მომავალი სამი წლის განმავლობაში ავსტრია ამ ტექნოლოგიის დამუშავებაში 300 ათასი ევროს ინვესტიციის ჩადებს. ავსტრიის მთავრობას იმედი აქვს, რომ მეხილეობის მეურნეობებს, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმვლობაში გაზაფხულის წაყინვების გამო 400 მილიონ ევროზე მეტი ზარალი განიცადეს, ახალი ალტერნატიული მეთოდით, გარკვეულწილად დაზღვეული იქნებიან კლიმატური რყევებისგან და ნაწილობრივ მაინც აინაზღაურებენ განცდილ ზარალს.

წყარო: freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *