აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი გაორმაგდა, იტყობინება აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი გაორმაგდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „აზერნიუსი“ წერს.
აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტოს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმად, 2019 წლის იანვარში აზერბაიჯანში საქართველოდან 5 790 ბოთლი ღვინის იმპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია.

გასულ თვეში საქართველომ მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახაროციელა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 22 პროცენტით მეტია. საქართველოში ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 33 პროცენტით გაიზარდა და 15,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვრის მონაცემებით, ქართული ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია – 4 602 218 ბოთლი. მეორე ადგილზეა უკრაინა – 553 164 ბოთლი, მესამეზე კი, ჩინეთი – 281 229 ბოთლი.

ავტორი – ქეთი ჩოხელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *