აზიმინა – Assimin, მექსიკური ბანანი _ კარაქის ხე

აზიმინა ანონასებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ტროპიკებს გარეთ ნაყოფს იძლევა. მისი 68 ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისაგან ნაყოფისა და თესლის სიდიდითა თუ მწიფობის დროის მიხედვით განსხვავდება.
სამშობლო ამერიკაა. აზიმინას რვა სახეობიდან ექვსი ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშია.

აზიმინას სამეცნიერო სახელწოდება მცენარის ინდური სახელისგან “Assimin” მომდინარეობს, იცნობენ სხვა სახელწოდებითაც — ბანანის ხე, მექსიკური ბანანი და ამერიკული პაპაწ (ესპანურიდან პაპაყა — ნესვის ხე). ეს დასახელება დაერქვა მისი ნაყოფის ბანანთან მსგავსების გამო. საქართველოში მას ვირჯინიულ ხურმას, ზოგჯერ კი კარაქის ხესაც ეძახდნენ, რადგან საქართველოში (აფხაზეთში მცენარე შემოტანილია ვირჯინიის შტატიდან (აშშ), ამასთანავე ნაყოფის თესლი ხურმის თესლს ჰგავს.

აზიმინა სუბტროპიკული და ტროპიკული კულტურებიდან ერთერთი ყველაზე საინტერესო მცენარეა, რომელიც ჩვენს პირობებში იძლევა ნაყოფს. ნაყოფი კი მეტად ნაზია, დნობადი — კრემის მსგავსი რბილობი და ძლიერი არომატი აქვს.

ამ კულტურამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, ამიტომ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება როგორც ფერმერებისთვის, ისე მოსახლეობისთვის. აზიმინა სამფრთიანი_ Asimina tri­lo­ba _ საშუალო სიმაღლის, ფოთოლმცვენი ხეა. ველურად იზრდება ფხვიერ, ტენიან, ტყისპირა და მდინარისპირა ნიადაგებზე, ხშირად გაუვალი ტყებუჩქნარის სახით. აზიმინა გასული საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ევროპაში. იგი კარგად იტანს 25-29°C ყინვებს.

აზიმინა ნაყოფმომცემი და დეკორატიული ხეა. აქვს ფართო კონუსისებური ვარჯი, პრიალა ქერქი, იზ-რდება ნელა ძირითადად 45 მეტრი სიმაღლის, იშვიათად აღწევს 12 მეტრამდეც. აქვს დიდი, 20-30 სმ სიგ-რძისა და 10-15 სმ სიგანის, მუქი მწვანე, ოვალურწაგრძელებული ფოთლები.

ყვავილობს აპრილმაისში. ყველა ყვავილს აქვს რამდენიმე ბუტკო, რაც ერთი ყვავილიდან რამდენიმე ნაყოფის წარმოქმნის საშუალებას იძლევა. ყვავილები ორსქესიანია, მაგრამ ჯვარედინმტვერვადი.

ჩვენს პირობებში აზიმინას ნაყოფები მწიფდება 30-40 დღის განმავლობაში. მწიფე ნაყოფის სიგრძე 5-16 სმ. წონა 20-დან — 500 გრამამდე. ნაყოფი გვხვდება როგორც მტევნებად (28 ნაყოფი) შეკრული, ისე ერ-თეული სახითაც. მტევნებში ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, რაც იწვევს მტევანში ადრე დამწიფე-ბული ნაყოფების გადამწიფებას. ამიტომ აუცილებელია შერჩევითი კრეფა. თითოეულ ნაყოფს 5-10 ორ რიგად განაწილებული, მუქი ყავისფერი თესლი აქვს.

მწიფე ნაყოფის რბილობი მსუბუქია, მოთეთრომოყვითალო, მსუყე, ტკბილი ანანასისა და მარწყვის არომატით. იგი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ასევე ადამიანისათვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტით.

აზიმინა სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა ზრდის დასაწყისში (12 წელი) ნაკლებ მომთხოვნია განათებისადმი, ხოლო შემდგომ ვარჯის თანასწორად და სრულად განვითარებისათვის სჭირდება საუკეთესო განათება. მცენარე წლის განმავლობაში 30 სმ იზრდება. კარგი მოვლის პირობებში ერთ წელიწადში შეიძლება 1,5 მეტრსაც მიაღწიოს. სჭირდება ხშირი მორწყვა, მაგრამ არ უნდა დაიტბოროს. აქვს სუსტი ფესვები, ადვილად იხლიჩება, ამიტომ გადარგვისას დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა ფესვი (მთავარღერძა) არ დაუზიანდეს. გადარგვა ხდება გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. საჭიროა კარგი განოყიერება, რადგან ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას.

აზიმინას ამრავლებენ თესლით და მყნობით. თესლით უკეთესად აღმოცენებისათვის მიმართავენ სტრატიფიკაციას 04°C ზე, ორი სამი თვის განმავლობაში. აღმოცენება გრძელდება დათესვიდან 7 კვირის განმავლობაში (აღმოცენდება 60-62%). თესლით გამოყვანილი მცენარე მსხმოიარობას 46 წლის შემდეგ იწყებს, ნამყენი ნერგები კი 23 წლის შემდეგ, თუმცა აზიმინას მყნობით გამრავლება რთულია. მცენარეები ძალიან გამძლეა მავნებელდაავადებებისადმი.

ნანა ჯაბნიძე,

სმმ  დოქტორი