ბაზარზე ჟოლოს ფასი სტაბილურად მზარდია

კილოგრამი ჟოლოს ფასი 6 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ფერმერები ვარაუდობენ, რომ ფასი კიდევ მოიმატებს.

როგორც ფერმერები აცხადებენ აგვისტოს პირველ ნახევარში ჟოლოს გაყიდვის პრობლემა არ შექმნიათ. ფასი სტაბილურად  მზარდია.

როგორც ელგუჯა მოსია ამბობს, მან რემონტატული ჟოლოს (საზაფხულო-საშემოდგომო) ორი ჯიში „კაროლინა“ და „ბრილიანტი“ წლეულს თებერვალში გააშენა. ეს პირველი მოსავალია. ამ ჯერზე 100 კილოგრამი მოსავალი აიღო, ფასი ბაზარზე მისაღებია. კილოგრამი ჟოლო 6 ლარად იყიდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ფასი 8-დან 12 ლარამდე გაიზრდება, რადგან ჟოლოზე მოთხოვნა დიდია, ამიტომ ელგუჯა ფიქრობს პლანტაცია 2 ჰექტარამდე გაზარდოს.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველოში საადრეო ჟოლოს ფასები მაღალი არ იყო. საადრეო ჯიშები, რომელთა კრეფა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ივლისის დასაწყისამდე გაგრძელდა ფასი კილოგრამზე 2-დან 3,5 ლარამდე მერყეობდა, რაც გასულს წელთან შედარებით 2-2,5 ლარით ნაკლები იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *