„Berliner Wein Trophy 2018“-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

   ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2018“-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2018“ წელს 22-ედ გაიმართა „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებითა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV) და ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (UIOE) პატრონაჟით.
კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
 „Berliner Wein Trophy“ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია 5 ათასამდე ღვინის ნიმუში. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს“,  „ოქროს“ და „ვერცხლის“ მედლებით.
„Berliner Wein Trophy“-ში გამარჯვება მიანიშნებს, რომ ღვინო შეესაბამება ხარიხსხის მაღალ სტარნდარტებს, რაც ემსახურება და ხელს უწყობს მსოფლიო ღვინის კულტურის შემდგომ განვითარებას და ხარისხის გარანტიას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პროფესინალებთან გამართა, სადაც განხილული იყო კონკრეტული ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *