ბიზნესის დასაწყებად საქართველო 5 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა

Reboot Digital Agency-მ ბიზნესის დასაწყებად წლის 12 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა. მათ შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

რეიტინგის შესადგენად, სააგენტომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემები და ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიცაა ბიზნესის დასაწყებად საჭირო მინიმალური კაპიტალი და დასარეგისტრირებლად საჭირო დრო. 

საქართველოს სარეიტინგო ქულა 97.84-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 2.12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს უსწრებს ჰონგ კონგი და კანადა. პირველ ადგილზე კი ახალი ზელანდიაა.

2017 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 82 ქულით მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 წამყვან ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე მყოფმა საქართველომ 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის დასარეგულირებლად ყველაზე ბევრი, სულ 47 რეფორმა გაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *