ბლის ინტენსიური ბაღების ჰოლანდიური ტექნოლოგიით გაშენება და მოვლა

ჯიშებისა და ნერგების სწორად შერჩევა, ხეების სწორად ფორმირება და მოვლა; სანაყოფე ტოტებზე  ბლის და ფოთლების რაოდენობას შორის პროპორციის დაცვა _ ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რისი დავაც  ბლის ინტენსიურ ბაღებში უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია.

ბლის წარმოების დასავლეთ ევროპული ტექნოლოგიების შესახებ     ნიდერლანდური კომპანია Fruit Consult-ის მეხილეობის სერვისის კონსულტანტი რენე ალბერტსი მოგვითხრობს.

ჰოლანდიელი მწარმოებლების მიზანი მსხვილი, კარგი სასაქონლო სახის სადესერტო ბლის წარმოება და მაქსიმალურად მაღალი კომერციული მოგებაა. ჯიშებს, რომელებიც ინოვაციური ბაღების გასაშენებლად არის რეკომენდებული, უნდა ჰქონდეს განსაზღვრული გენეტიკური ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს კურკოვანი ნაყოფის ზომას (მაგალითად ჯიშები: „კორდია“, „რეჯინა“, „სამბა“). 

ნიდერლანდებში ბლის სამრეწველო ბაღები ძირითადად – 95% „GiSela 5“-ის საძირეზეა დამყნილი და მაქსიმალურად უხვ მოსავალს იძლევა. ჯიშების გარდა, უხვმოსავლიანობის მისაღწევად აუცილებელია კარგი ნაკვეთის შერჩევა, ბაღის ნაყოფიერ მიწებზე გაშენება და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამოყენება. ნიადაგის ტენიანობის კონტროლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გაზაფხულის დასაწყისში, როცა ბალი ყვავილობს, რადგან ყვავილობისას ტენის ნაკლებობა ბაღის დაკნინებას და ნაყოფიერების მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს.

როგორც რენე ალბერტასი განმარტავს, შესაბამისი დამტვერვის გარეშე, კარგი მოსავლის მიღების შანსი არ არსებობს, რაზეც მებაღემ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს, რათა პლანტაცია უზრუნველყოფილი იყოს დამმტვერიანებელი მწერებით.

ჰოლანდიელი სპეციალისტის რჩევით ერთ ჰექტარ ბლის ბაღში, სულ მცირე ხუთი აქტიური სკა მაინც უნდა ჩაიდგას. თუ ყვავილობის პერიოდს არასასურველი ამინდები დაემთხვა, აუცილებელია დამტვერვა კრაზანების დახმარებით განხორციელდეს.

მოსავლის აღების შემდეგ ბლის ბაღის განოყიერება მომავალი სეზონისათვის ხეებზე კვირტების და ფოთლების გაძლიერების გარანტიაა.

მებაღეები, ვისაც დახურული პლანტაციები აქვთ სადაც ბლის ჯიში „კორდია“ და „რეჯინაა“ გაშენებული, უფრო თავისუფალნი არიან აკონტროლონ მოსავლის აღების დრო, რადგან ხეებზე ნაყოფის 2-3 დღით გაჩერების შემთხვევაში, ისინი ზომაში იმატებს და მოსავლიანობაც 10%-მდე იზრდება.

ბლის ჰოლანდიურ ინტენსიურ ბაღებში ჰექტარზე 1500 ძირი ხე დგას. ყოველი ხე, უკვე მე-2, მე-3 წელიწადს 10 კგ. ნაყოფს იძლევა (1კვ. მეტრზე 1 კგ.). იმ შემთხვევაში თუ ბლის დიამეტრი 26მმ. (წონა 8გრ.) ერთი ხიდან შეიძლება 1250 ცალი ბლის ნაყოფი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ ნაყოფის მოცულობა მეტია, ვთქვათ 30მმ. და 12 გრამს იწონის, მაშინ  ერთი ხიდან მიღებული ბლის რაოდენობა  833 ცალამდე მცირდება.

ჰოლანდიელები ჰექტარზე საშუალოდ 20 ტონა ბალს იღებენ. ეს არის ნორმაა, როცა რაოდენობა და ხარისხს არ აუარესებს.

მიაქციეთ ყურადღება: რაც უფრო უხვ მოსავალს მიიღებთ, ნაყოფი მით უფრო დაკარგავს ხარისხს.

ჰოლანდიელი მებაღეები ხეების ფორმირებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ბაღის გაშენებიდან მე-2, მე-3 წელიწადს გასხვლა-ფორმირება აუცილებელი ღონისძიებაა. საუკეთესო ხარისხის ნაყოფი 1-2-3 წლიანი ტოტებიდან მიიღება​.

ახალი ნაზარდების სიგრძე 60-80სმ. მეტი არ უნდა იყოს.

ჰოლანდიელი სპეციალისტი გვირჩევს, გასხვლის პროცედურა ისე ჩატარდეს, რომ მთელი ხე, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, კარგად იყოს განათებული.

სინათლის თანაბრად განაწილების უზრუნველყოფა შესაძლებელია ხეების შესაბამისი სიმაღლის შენარჩუნებით, რომელიც განისაზღვრება მწკრივთაშორის სიგანის მიხედვით.

გვერდითა წანაზარდი ტოტების რიგების გასწვრივ გაჭიმულ შპალერის სისტემაზე თანაბრად გადანაწილებით, მცირდება დანაკარგები და ბაღში აგროტექნიკურ სამუშაოების ჩატარება იოლდება.

წყარო: sadyogrody.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *