Brexit-ის გამო ბრიტანულ მეთესლეობის კომპანიებს შესაძლოა, საქმე სერიოზულად გაურთულდეს

Brexit-ის შედეგები მეტად  არაპროგნოზირებადია. ევროკომისიამ შეატყობინა მეთესლეობის გაერთიანებებს და მათ შვილობილ კომპანიებს, რომ დიდ ბრიტანეთში წარმოებული ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, სათესლე მასალას, ჯიშებს  2019 წლის 30 მარტიდან  ევროპის სოფლის მეურნეობის კულტურების ჯიშების კატალოგიდან ამოიღებენ.

თუ ბრიტანეთი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას დროულად არ მიმართავს, რომ ბრიტანეთში წარმოებული კულტურების თესლი ქვეყანაში რეგისტრირებული ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეიტანონ, ბრიტანეთიდან  თესლის მწარმოებელმა კომპანიებმა ევროკავშირის ქვეყნებში სათესლე მასალის (ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, ბოსტნეულის, მარცვლეულის, სათესლე კარტოფილი და სხვა) მიწოდება ვეღარ შეძლონ.

დღეს ევროპელი ფერმერები, მებაღეები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რომ ზოგიერთი საყვარელი ჯიში (როგორც მარცვლეული, ისე ზეთოვანი და ტექნიკური კულტურები, ბოსტნეული, ხეხილის, ვაზის, ტყის და დეკორატიული მცენარეების ნერგები) სწორედ ბრიტანეთიდან ხვდება მათთან.

Brexit-ის გამო მათი შეძენა შეიძლება მოულოდნელად შეუძლებელი გახდეს, რადგან ამ ჯიშების ბრიტანულ კატალოგში რეგისტრირება, ევროპულ კატალოგში მოსახვედრად მალე საკმარისი აღარ იქნება. 2019 წლის მარტიდან ეს ჯიშები ევროკავშირის ბაზარზე ვეღარ გაიყიდება, თუ ისინი დროულად არ დარეგისტრირდა რომელიმე  წევრი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კატალოგში.

ევროკომისიამ უკვე მიუთითა, რომ ჯიშები რომლებიც რეგისტრირებული იქნება მხოლოდ ჯიშების ბრიტანულ კატალოგში, შესაძლოა გამარტივებული წესით შევიდეს რომელიმე 26 წევრი ქვეყნის ჯიშების კატალოგში და ამით პრობლემა მოიხსნება, თუმცა ეს ბრიტანელებმა დროულად უნდა მოახერხონ.

ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად ბელგიის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში ბრიტანული ჯიშები უკვე შეტანილი, რაც კიდევ უფრო აიოლებს ვითარებას თუ ევროკომისია სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს და Brexit-ის გამო, ბრიტანეთს ამ მხრივ პრობლემას არ შეუქმნის.

წყარო: vilt.be

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *