ბროკოლის ბიოლოგია,  მოყვანის აგროტექნიკა და ტექნოლოგიური რუკა

ზოგადი ცნობები

ბროკოლი შედის კომბოსტოსებრთა (Brassicaceae) ოჯახში, (წინანდელი სისტემატიკით ჯვაროსანთა-Cruciferae ოჯახში). ამ ოჯახში კომბოსტოსნაირ მცენარეთა მრავალი სახეობა შედის. მიეკუთვნება  კომბოსტოს ყველა სახეობას ერთი ველური წინაპარი ჰყავს, რასაც მეცნიერულად ასაბუთებს ჩ. დარვინი. საქართველოში  სატაცურისებრი  კომბოსტოს  (BRASSICA ASPARAGOIDES GMELIN) სახელით არის ცნობილი.მისისამშობლოსამხრეთიტალიაა, ბოლოცნობებითბროკოლი მიღებულიასახალხოსელექციისგზით, ჯერკიდევ Vსაუკუნეშიჩვენსწელთაღრიცხვამდე.

ბროკოლის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება

ბროკოლის თესლი წვრილია, მრგვალი, ფერი მუქი ან ოდნავ ღია ყავისფერი, 300–350 ცალი თესლი  1 გრამს იწონის,  ადვილად ღივდება. ხელსაყრელ პირობებში  ღივები დათესვიდან მესამე–მეოთხე დღეს ამოდის. შენახვის კარგ პირობებში აღმოცენების უნარს 4–6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.ბროკოლი  მიეკუთვნება ორლებნიანთა კლასს, ფესვთა სისტემა მთავარღერძაა და ნიადაგში მძლავრად განვითარებული. ღერო მაღალი, ფოთოლი ჯიშების მიხედვით ზოგი გრძელ ყუნწიანი, ზოგიც მოკლე. ფოთოლი ძირითადად წაგრძელებული კვერცხის მაგვარი ძლიერ დაძარღულია. ფოთლის ფერი ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს მუქი მწვანე, ან ღია მწვანე ნაცრისფერი ელფერით.

ბროკოლი სიცივისამტან, ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება, განსაკუთრებით გამძლეა ის ყინვებისადმი ღივისა და ჩითილის სტადიაში.

ბროკოლი ისევე, როგორც ყველა სხვა სახეობის კომბოსტოები ივითარებეს თავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას  უფრო ფხვიერი აქვს და ადვილად იფანტება ცალკე ყლორტებად, ვიდრე ყვავილოვანი კომბოსტოს თავი.  თავაკი შედგება განშტოებული ყლორტების წარმონაქმნებისაგან (ბუტონებისგან). ღეროს ცენტრალურ ნაწილში ვითარდება უფრო დიდი თავაკი, რომელთა მოჭრის შემდეგ ფოთლის იღლიებიდან ვითარდებიან  გვერდითი თავაკები.

ქიმიური შედგენილობა

კვებითიღირებულებითბროკოლიყვავილოვანკომბოსტოზემაღლადგას. 100 გრამი ბროკოლის საკვები ღირებულება 34 კკალორიაა.შეიცავსდიდირაოდენობით ნახშირწყლებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, ბიოკატალიზატორებს, ამინომჟავებს, (A, B1, B2, PP, C, E) ვიტამინებს, მინერალებსდამიკროელემენტებს. ამიტომაცურჩევენდიეტოლოგებიმოსახლეობას  შეიტანონისკვებითრაციონში.ბროკოლი დელიკატესური ძვირფასი ბოსტნეული კულტურაა, იგი ერთ–ერთი დიეტური საკვებია, რაც განპირობებულია მისი უჯრედების ნაზი სტრუქტურით და ქიმიური კომპონენტების სპეციფიკური შემცველობით. ბროკოლში შემავალინივთიერებებიხელსუშლისთირკმელებისდაავადებებისდაათეროსკლეროზისგანვითარებას, წმენდსორგანიზმსშლაკებისადამძიმემეტალებისგან, ასევეიცავსორგანიზმსავთვისებიანისიმსივნისგანვითარებისგან,კლავს კიბოს უჯრედებს და ხელს უშლის მის პროგრესირებას, ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტურობას. ბროკოლი ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციის პროცესში, განსაკუთრებით, თუ ის გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით. ჰაერის დაბინძურება გახდა ქრონიკული და  ყველაზე გავრცელებული პრობლემა  მთელ მსოფლიოში და ამავე დროს საქართველოშიც.

ნიადაგის შერჩევა

ბროკოლი მოითხოვს ნაყოფიერ, უხვტენიანდა კარგად დამუშავებულ ნიადაგს,მისთვისასევევარგისია მძიმე, მსუბუქიდასაშუალოთიხნარინიადაგები. თუმცაბროკოლი, პრაქტიკულადნებისმიერნიადაგზეშეიძლებამოვიყვანოთ, გამონაკლისიაქვიშიანიდაჭაობიანინიადაგები.  ბროკოლისმოვლ–მოყვანის ინტესიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის, წინამორბედების შერჩევას ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია, ამიტომ დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს  წინამორბედ კულტურებს. მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, თავთავიანები და სხვა. კომბოსტოსნაირების  შემდგომ იმავე ნაკვეთზე ბროკოლის  დარგვა დაუშვებელია, რადგან ადგილი აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას  და მავნებელ–დაავადებების გავრცელებას, ისინიერთნაირი მავნებელ-დავადებებით ზიანდებიან.  რეკომენდებულია ბროკოლი თავის ნაკვეთს 4–5 წლის შემდეგ დაუბრუნდეს.

ბროკოლი სინათლის და ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ნაკვეთის შერჩევის დროს ეს ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნიადაგის არის რეაქცია  უნდა იყოს ნეიტრალური (PH 6-7).

ნიადაგის დამუშავება

ბროკოლისთვის ნიადაგის დამუშავება ხდება ნიადაგურ–კლიმატური ზონების მიხედვით.  გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში,  აუცილებლად უნდა მოიხნას შემოდგომით 25–30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გვიან შემოდგომით, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ანალიზის არ ქონის შემთხვევაში ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ  უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი 50–60 ტ/ჰა–ზე, ხოლო , თუ ნაკელი არ გვაქს მაში მინერალური სასუქები N150 P120K90 ამ  დოზით მოქმედი ნივთიერება. ფოსფორიანი და კალიმიანი სასუქი შეგვაქს ძირითადი ხვნის წინ, ხოლო გამოკვებაში აზოტიანი. აზოტიანი სასუქის ნახევარი შეგვაქს დარგვის წინ, ხოლო დარჩენილი გამოკვებაში თავის ფორმირების დაწყების წინ.

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით. საქართველოში ბროკოლის მოსავალი შეიძლებამოვიყვანოთ 2–3 ჯერ. კასეტებში თებერვლის დასაწყისში ითესება თესლი და მარტის ბოლოს 35–40 დღის ჩითილი  ირგვება ღია გრუნტში მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთაშორის 30–35 სმ., ირგვება ზოლებრივადაც.მაისის ბოლოს  ითესება თესლი ღია გრუნტშიდა ივლისის შუა რიცხვებში გადაგვაქს მუდმივ ადგილზე. ბროკოლის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომთავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში. ( ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით, მისი მოყვანა უფრო ადვილია).

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის  შულავერის ენერგეტიკულ სათბურში 2017 წელს  დავაყენეთ ცდა ბროკოლის თესვის ვადების შესწავლაზე. ამ მიზნით 14-მარტს საჩითილეში  დაითესაბროკოლის თესლი. 30- მარტს ჩითილი გადაირგო, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ გრუნტში ავიღეთ 18- მაისის, ხოლო ღია გრუნტში 8-ივნისს.  მიღებული იყო საუკეთესო მოსავალი, როგორც ღია გრუნტში, ასევე დახურულში. ღიაში ბროკოლის მოსავალი იყო 13 ტ/ჰა-ზე., დახურულში კი 15 ტ/ჰა-ზე.

ასევე  ბროკოლის კულტურაზე მიმდინარეობს კვლევა წიკნის ბაზაზე, იცდება სხვადასხვა ჯიშები, მოხდება მათი შესწავლა და საუკეთესოები გამორჩევა.

მოვლა

 ბროკოლის  მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარულია, მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს. დიდი რაოდენობითწყალს განსაკუთრებით ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს, ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ, მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის უნდა გაფხვიერდეს 3–ჯერ მაინც, ჩატარდეს კულტივაცია 2–ჯერ.

მოსავლიანობისგაზრდისმიზნითვეგეტაციის პერიოდშიშეგვიძლია მცენარისგამოკვება წუნწუხითაც:პირველიკვებახორციელდებაჩითილისგადარგვიდან 15-20 დღისშემდეგწუნწუხიშეფარდებით 20 ლ. წყალიდა 1კგნაკელი, ხარჯვისნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე.მეორეკვებაპირველიდან 10 დღისშემდეგწუნწუხიშეფარდებით: 20ლწყალი-1კგნაკელი, ხარჯვისნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე.მესამეკვებამეორედან 10 დღისშემდეგწუნწუხიშეფარდებით20ლწყალი-1კგნაკელი, ხარჯვისნორმა 6-8 ლ. 1მ2.

მოვლაში იგულისხმებადაცვამავნებელ–დაავადებებისგან. ბროკოლს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა,ფრთათეთრა  მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი  ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდია ხარჯვის ნორმა 0,8–1,2 ლ/ჰა.

მოსავლის აღება

ბროკოლის მოსავლის აღება ხდება შერჩევით, სანამ თავი დაიფანტება, აღებული მოსავალი უნდა ინახებოდეს 0 გრადუს ტემპერატურის  და  98–100 % ჰერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში, ამ პირობებში მისი შენახვა შეგვიძლია 2–3 კვირის განმავლობაში. მაცივრის გარეშე მოსავლის აღებიდან მალე უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, რათა არ მოხდეს თავის დაფანტვა, რაც იწვევს მისი სასაქონლო ღირებულების დაკარგვას.

ძირითადი თავის მოჭრის შემდეგ მცენარე იტოტება, ვითარდება გვერდითი ყლორტები, ეს  მეორე მოსავალია, ამიტომ მოსავლის აღება შეიძლება ერთი-ორი კვირა გაგრძელდეს.

ბროკოლის მოვლა-მოყვანის  ტექნოლოგიური რუკა 1- ჰა-ზე წარმოებისთვის
დიზელის საწვავი 1ლ.–2,22 ლარი 2.22
მუშა ხელი–25 ლარი 25
სასუქი-0,9 ლარი 0.9
# სამუშაოს დასახელება შესრულების დრო დიზელის საწვავი თესლი,სასუქი, ჰერბიციდი, პესტიციდი,წყალი და სხ. საჭირო მუშახელი ერთეული დარიცხული ხელფასი, ლარი სულ ხარჯი, ლარი
რ–ბა ლიტრი ფასი, ლარი რ–ბა ლიტრი,კგ.ცალი ფასი, ლარი მუშა ტრაქტორისტი
1 2 3 4 5 6 7 8 10
1 ნიადაგის გაწმენდა ანარჩენებისგან სექტემბერი 2 50 50
2 სასუქების შეტანა(ორგანული,მინერალური) სექტემბერი 10 22.2 50000 2000 2 50 16.13 2088.33
3 ნიადაგის ძირითადი ხვნა 22-25სმ ოქტომბერი 25 55.5 40.33 95.83
4 კულტივაცია, დაფარცხვა მაისი–ივნისი 15 33.3 24.20 57.50
5 სასუქის შეტანა დარგვის წინ ივნისი 352 316.8 316.80
6 სათესლე მასალის შეძენა 0.6 210 210.00
7 თესლის  შეწამვლა მაისი 0.1 10 1 25 35.00
8 სუბსტრატის შეძენა მაისი 240.00
9 კასეტების შეძენა მაისი 200.00
10 თესვა,მოვლა მაისი–ივნისი 6 150 150.00
11 დარგვა ხელით, ან სარგავი მანქანით ივნისი–ივლისი 15 33.3 5 125 24.20 182.50
12 მორწყვა ხელით, ან წვეთოვანის გაშლა ივნისი–ივლისი 4 100 100.00
13 გამორგვა ივლისი 5 125 125.00
14 გაფხვიერება მწკრივებსა და მცენარეებს შორის 2–ჯერ ივლისი–აგვისტო 20 500 500.00
15 მწკრივებს შორის კულტივაცია 2-ჯერ ივლისი–აგვისტო 15 33.3 24.20 57.50
16 მორწყვა 2-ჯერ ივლისი–აგვისტო 5 125 0.00 125.00
17 წამლობა 3–ჯერ ივლისი–აგვისტო 10 22.2 2 400 8 200 16.13 638.33
18 მოსავლის აღება აგვისტო–სექტემბერი 6 150 150.00
19 ტრანსპორტირება აგვისტო–სექტემბერი 15 33.3 5 125 24.20 182.50
20 გაუთვალისწინებელი ხარჯები 500.00
21 სულ   6004.30
პროდუქცია 10 ტონა, თუ გავყიდე 3 ლარად მოსავალი კგ. ფასი ლარი შემოსავალი მოგება            
    10000 3 30000      23,995.7                 
  1 კგ.ბროკოლის მოყვანა ჯდება  0.60      

 

 ელენე მოთიაშვილი სიჭინავა,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის  უფროსი სპეციალისტი.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *