ბუზებს ფუტკრის ვირუსული დაავადებების გავრცელებაში  ადანაშაულებენ

ბუზები Flyfly ვირუსის გადამტანები არიან, რომლითაც ფუტკრები ავადდებიან. რადგან ისინი დიდ მანძილზე გადაადგილდებიან, მნიშვნელოვნად შორს ვიდრე ფუტკრები, მათ შეუძლიათ მწერებისთვის სასიკვდილო დაავადება მთელ ევროპაში გაავრცელონ, წერს ჟურნალი „ბიოლოგიური წერილები“

შავი და ყვითელი ზოლებით ისინი ფუტკრებს და კრაზანებს ჰგვანან. ეს სწრაფმფრენი ბუზები იმავე ყვავილებიდან აგროვებენ ნექტარს, საიდანაც _ ფუტკრები, იქვე ტოვებენ ვირუსებს.

ლონდონის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებული პეპლების კოლექცია და ფუტკრებში გავრცელებული სამი დაავადებების ვირუსი აღმოაჩინეს ბუზების ორ სახეობაში. ისინი იმავე ყვავილებს სტუმრობენ, საიდანაც მტვერს აგროვებენ ფუტკრები. ეს ვირუსები იწვევს მწერების ფრთების დეფორმაციას

როგორც ფუტკრები, ბუზებიც დიდ როლს ასრულებენ კულტურული და გარეული მცენარეების დამტვერიანებაში. კვლევებმა ცხადყო, რომ ბუზებს შეუძლიათ ყვავილის მტვერი ძალიან შორს გადაიტანონ, დიდი ალბათობით მტვერთან ერთად მათ ვირუსებიც გადააქვთ, რისგანაც შემდეგ ფუტკრები ავადდებიან.

დღეს შეუძლებელია იმის გარკვევა ეს ვირუსები ვნებენ თუ არა ბუზებს თუ ისინი მხოლოდ ამ ინფექციის მატარებლები არიან. ფაქტია რომ ისინი შორ მანძილზე გადაადგილდებიან და დაავადების გავრცელება მთელს ევროპის კონტინენტზე შეუძლიათ.

ფუტკრები და სხვა დამმტვერიანებლების არსებობა აუცილებელია დედამიწაზე საკვები პროდუქტების საწარმოებლად, მაგრამ ამის მიუხედავად, ბუნებრივი პირობების დარღვევის, დაავადებების თუ ფერმერების მიერ პესტიციდების ჭარბი გამოყენების შედეგად მწერების  რიცხვი კატასტროფულად მცირდება, რაც დედამიწას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *