ჩინეთის ეკონომიკური სასწაული, როგორც კაპიტალიზმის უპირატესობა

ჩინეთში 1958-1962 წლებში ჩავარდნილი სოციალისტური ექსპერიმენტის გამო, რომელიც ქვეყნისთვის მძიმედ დასრულდა, შიმშილს 45 მილიონი ადამიანი შეეწირა.

დღეს ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანაა და უკან იტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთ ქვეყანაში არასდროს მომხდარა, რომ ამდენ ადამიანს ასეთ მოკლე დროში თავი უკიდურესი სიღარიბისთვის დაეღწია, როგორც ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩინეთში მოხდა. 

ოფლიო ბანკის მონაცემებით,  უკიდურეს სიღარიბეში  1981 წელს ჩინეთის 88,3% ცხოვრობდა. 2015 წელს კი მხოლოდ 0,7%. ამ პერიოდში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვმა 878 მილიონიდან 10 მილიონზე დაბლა ჩამოიწია.

რა მოხდა ბოლო ათწლეულის მანძილზე?

მოხდა ის, რომ ჩინეთმა კარი გაუღო თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, აღიარა კერძო საკუთრება და ეკონომიკაზე სახელმწიფოს კონტროლი ეტაპობრივად შეამცირა. 

ის, რომ სახელმწიფო დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში, არც არის გასაკვირი, რადგან ეს ტრანსფორმაცია მისი სრული დომინირებით დაიწყო და დღევანდელ დონემდე შემცირდა.

1978 წელს ჩინელმა პოლიტიკოსებმა წარამტებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაიწყეს. ისინი 50-ზე მეტ, მათ შორის იაპონიას, ტაილანდს, მალაიზიას, სინგაპურს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას და სხვა ქვეყანას ესტუმრენ. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო აზიური მზარდი ეკონომიკის ქვეყნები.  სინგაპურის მაშინდელი პრემიერი, ლი კუან იუ იხსენებს: „1978 წელს ტენგ სიაოფინგს ვუთხარი, რომ სინგაპურში თავდაპირველად გაუნათლებელი გლეხები ცხოვრობდნენ. ჩინეთს შეუძლია არათუ გაიმეოროს სინგაპურის წარმატება, არამედ უკეთესადაც მოახერხოს ეს.”

1982 წელს ჩინელ გლეხებს მიეცათ საშუალება კერძოდ დაემუშავებინათ სასოფლო-სამეურნეო მიწები, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მილიონობით ადამიანის სიღარიბის დაძლევაში.

ეტაპობრივ რეფორმების და ეკონომიკური გახსნილობის შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეთოთხმეტე ყრილობაზე, 1992 წელს მოხდა ის, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელიც იქნებოდა.

ხელისუფლებამ საბაზრო ეკონომიკაზე ჩინეთის გადასვლა ოფიციალურად გამოაცხადა.

გატარებულმა რეფორმება შედეგად ეკონომიკის სწრაფი ზრდა განაპირობა და ასობით მილიონმა ადამიანმა ცხოვრების პირობები გაიუმჯობესა.

თამამად შეძლება ითქვას, რომ დენგ სიაფინგის ლოზუნგმა: „დაე, თავდაპირველად გამდიდრდეს ზოგიერთი ადამიანი” გაამართლა.

დღეს ჩინეთი შეძლებულ ადამიანთა რაოდენობით მოწინავე ქვეყნების გვერდით დგას და თავად მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ეკონომიკის ქვეყანაა.

წყარო:sinomedia.ge