ჩინური ინტენსიური მეღორეობა- მრავალსართულიანი ფერმები

ჩინეთში მეღორეობის მრავალსართულიან ფერმებზე ინტერესი სულ უფრო იზრდება და ჩინეთში მეღორეობის მრავალსართულიანი ფერმების მშენებლობაში საკმაოდ დიდი ფულიც იდება. 

ექსპერიმენტში რამდენიმე კომპანია უკვე აქტიურად არის ჩართული, იმის მიუხედავად ,რომ ევროპაში ასეთმა მცდელობამ არცთუ სასურველი შედეგი გამოიღო. ცნობილია ისიც, რომ ღორების 2-3-4 და მეტ სართულზე განთავსება და გამოზრდა ძალზე სახიფათოა, რადგან დაავადების გაჩენისა და მთელ ფერმაზე სწრაფად გავრცელების რისკი დიდია.

ამის მიუხედავად ჩინელი მეღორეები მზად არიან გარისკონ. მაგალითად, კერძო სასოფლო-სამეურნეო კომპანია Guangxi Yangxiang Co Ltd მართავს ორ შვიდ სართულიან ღორების ფერმას და მათზე კიდევ 4 სართულის დაშენებას აპირებს და იგი მსოფლიოში ყველაზე მრავალსართულიანი ღორების ფერმა გახდება.

„მრავალსართულიან ღორების ფერმას ბევრი უპირატესობა აქვს, _ ამბობს სიუნ ცზიანი, კომპანიის მენეჯერი, ეს ზოგავს ენერგიას, რესურსებს და  მიწის მცირე ფართობზე ძალიან ბევრი ღორის გაზრდაა შესაძლებელი.

ევროპული კომპანია, რომელიც მრავალსართულიან ღორების ფერმებს მოწყობილობებს აწვდის, ხედავენ რომ აზიის ქვეყნებში ასეთ ტექნოლოგიებზე მოთხოვნილება იზრდება და მათ ფანტაზიასახ გასაქანი ეძლევა.  

„ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს და მოთხოვნილებას მოწყობილობებზე, ძირითადად ძირითადად ორ და სამსართულიან ფერმებზე, _ ამბობს ვან ისუმი, ჰოლანდიური კომპანიის წამყვანი დირექტორი, რომელიც სამხრეთ კორეაში ამგვარ ფერმის სავენტილაციო სისტემებს აწვდის.

ღორების მაღლივი ფერმები ჯერ კიდევ ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება ვითარება შეიცვალოს.

პროვინცია ფუცზიანში კომპანია Jinxinnong Technology Co Ltd ასევე გეგმავს 150 მილიონი იუნი (24 მილიონი აშშ$) ჩადოს ორ ხუთსართულიან ღორების ფერმაში. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მათ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიაა, ვინც პროვინციაში მრავალსართულიან ფერმებს აშენებს.

ჩინური კონგლომერატი CP Foods, კომპანია  Zhejiang Huatong Meat Products Co -თან ერთად

ოთხ ექვს სართულიან ღორების ღორების ფერმს  შანხაისთან ახლოს უკვე აშენებს.

წყარო: www.reuters.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *