დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ, რომ ცოფის სახიფათო ვაქცინა გამოიყენეს

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საუბარია 2015 წელს შემოტანილ ცოფის ვაქცინაზე და არა იმ გეგმური ვაქცინაციაზე, რომელიც ბავშვებს უკეთდებათ.

„ჩვენი განცხადება ეხება იმ საკითხს, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია – პუბლიკაციამიმუნიზაციის პროცესზე.

ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენჯერმე აქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის.

მათ შორის, გუშინწინ სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთესიმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი და აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს. იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსენოდა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის ინტერვენციის დისკრედიტაცია ​გამიზნულად ხდება, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან.

მოგეხსენებათ, რომ მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონიობით ადამიანის სიცოცხლე.

მათ შორის, დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლვათ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმური ვაქცინაცია, რომელიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა.

„ერთადერთი, ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებითმომარაგებაში არ ყოფილა, უმჯობესდება ქვეყანაში აცრები და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო.

სწორედ ამის შედეგი არის ის, რომ პირველად 25 წლის განმავლობაში ბოლო სამი წელია, ქვეყანაში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და დღეს ხდება პუბლიკაცია სწორედ ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ვაქცინა 2015 წელსაა შემოსული ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა ქვეყანაში გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ვაქცინის შემოტანიდან ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში.

2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის დაუყოვნებლივი ამოღება არ უნდა მომხდარიყო. როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება გამოდგეს სასიკვდილო. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გაყრელიძე მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ შედგეს შეხვედრა.

გამოთხოვიდან დაახლოებით თვენახევარში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ამოღება, რადგან ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება. დაახლოებით, 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში ახალი ვაქცინა გამოიყენებოდა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ვაქცინის გამოყენების მთელი ერთი წლის განმავლობაში გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულა. მათ შორის, ხაზს ვუსვამ, რომ 2015 წლიდან ერთ-ერთი დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გვაქვს, როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო ცოფის 21 შემთხვევა 1996-1997 წლებში. ამის შემდგომ, ქვეყანაში ყოველთვის იყო ცოფის 3-4-5 შემთხვევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვისა. დღეს, სამწუხაროდ, პრესაში ჩნდება სწორედ მცდელობა – არ მინდა კიდევ ვიფიქრო, რომ ამას რამე გამიზნული დანიშნულება აქვს და ალბათ, სასურველია და მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს, კიდევ გაიმართოს ჩვენთან შეხვედრა, რათა აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება გააკეთოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *