დააზღვიე მოსავალი

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამას  “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” ახორციელებს  რომელიც საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, და ახორციელებს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ  7  სადაზღვევო კომპანიაში:

  • ალდაგიში;
  • ჯი პი აი ჰოლდინგიში;
  • აი სი ჯგუფში;
  • არდში;
  • ალფაში;
  • თიბისი დაზღვევაში;
  • საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში.

აღნიშნული პროგრამით სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

  • სეტყვას;
  • წყალდიდობას;
  • ქარიშხალს;
  • საშემოდგომო ყინვას (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

აგროდაზღვევის 2018 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია,  ჰა -მდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში _ 30 ჰა (დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები).

ყოველი დამზღვევი  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებსხოლო ვაზზე _  50%-ს. ამასთან, დამზღვევს ერთდროულად შეუძლია დააზღვიოს, როგორც მარცვლეული,  ისე სხვა კულტურები.

პროგრამის მიხედვით განსაზღვრულია ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

ასევე, გაუმჯობესდა და მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად მიესადაგა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (აუნაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი. ერთი და იგივე რისკის წარმოქმნისა, იმ შემთხვევაში თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა _ აუნაზღაურებადი მინიმუმი გამოიქვითება ერთჯერადად მხოლოდ იმ პირობით, თუ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეატყობინებს ამ პროგრამით განსაზღვრული წესის მიხედვით _ მოცდის პერიოდი მოიცავს 4 კალენდარულ დღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *