დღგ-სგან გათავისუფლდება მხოლოდ ნატურალური რძე და რძის პროდუქტები, რომელიც ნატურალური რძისგან იქნება დამზადებული

„ინიციატივა, რომელსაც  მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ, ქვეყანაში ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობას ეხება.
საგადასახადო კანონმდებლობაში ასეთი ცვლილება  სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება.

ამ ინიციატივის კანონად ქცევის შემდეგ, რაც  გულისხმობს, რომ დღგ-სგან  მხოლოდ ნატურალური რძე კი არ განთავისუფლდება, არამედ ყველა რძის პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძისგან იქნება დამზადებული. ეს ხელს შეუწყობს ნატურალური რძის ფასის გაზრდას მერძევეობის დარგის განვითარებას და  მოსახლეობის დიდი ჯგუფის ჩართვას რეალურ ეკონომიკაში.

მწარმოებლები  იმპორტირებული რძის ფხვნილის ნატურალური რძით ჩანაცვლებას შეძლებენ და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ჯანსაღი პროდუქტი.

ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც  ყოველ ჩვენს მოქალაქეს შეეხება”, _ განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *