აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

დიდი ზომის ზრდასრულ ხეხილის ეტაპობრივ სხვლა

 ხანდაზმული ხეხილის ბაღი რომელსაც ვერ ველევით და გვსურს მისი შენარჩუნება ეს შესაძლებელია მისი გაახალგაზრდავების გზით, რომლის განხორციელების შედეგად ჯერ-ერთი, ხანგრძლივად ვინარჩუნებთ სასურველ ჯიშს, მეორეც არა თუ ვაგრძელებთ მის მსხმოიარობას არამედ მნიშვნელოვნად ვზრდით მას.

 ზოგიერთი მებაღე მასობრივად აწარმოებს ზრდასრული, ხანდაზმული ხეების მთლიან ღრმა სხვლას, მსხვილი ტოტების გადაჭრას ქვედა ნაწილში, რომელიც შემდგომში ამონაყარს ან არ იძლევა, ანდა იძლევა სუსტ ყლორტებს. ამ დროს ირღვევა კოროლაციის ბიოლოგიური კანონი მიწისზედა და მიწისქვეშა სისტემებს შორის. ხეების ასეთი გასხვლა იწვევს მათ დასუსტებას, ხშირ შემთხვევაში ხმობას.

გთავაზობთ ეტაპობრივი გასხვლით ზრდასრული ხანდაზმული ბაღის გაახალგაზრდავების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია მცენარის ზრდისა და მსხმოიარობის ბიოლოგიური ბალანსირების პროცესებზე.

გამაახალგაზრდავებელი სხვლა უნდა ჩავატაროთ მოსალოდნელ მსხმოიარე წელიწადს,  თავდაპირველად ატარებენ ღრმა სხვლას, ანუ ხანდაზმული ტოტების დამოკლებას ვარჯის ერთ ნახევარზე განათებული მხრიდან. ღრმა გადაჭრა უნდა შეადგენდეს კრონის ნახევარს ან 2/3 მ-ს მეორე მხარეს არ ვეხებით. იმავე წელიწადს გადაჭრილი ტოტები იძლევა ხშირ ამონაყარს, ვარჩევთ კარგებს, დანარჩენებს ძირშივე რგოლზე მოვჭრით. ახალი ყლორტები ერთმანეთისაგან უნდა იყოს დაცილებული 50 სმ-ით, როცა ეს ყლორტები მსხმოიარობაში შევლენ, იგივე გაახალგაზრდავების ოპერაციას ვატარებთ კრონის მეორე ნახევარში, რომელიც ადრე ხელუხლებელი დავტოვეთ.

ხეხილის ამ მეთოდით გასხვლა ხელს უწყობს მეტი რაოდენობრივი და უფრო ხარისხიანი მოსავლის მიღებას კრონის იმ ნაწილიდან, რომელსაც ხელუხლებელს ვტოვებთ და რაც მთავარია კრონის გაუსხლავად დატოვებული ნახევრის მაღალი მსხმოიარობა ანელებს  კრონის მეორე ნახევრის გასხლულ ტოტებზე წამოსული ყლორტების გადაჭარბებულ ზრდას. ეს პროცესი ამავე დროს ზრდის ხის ამტანობას ყინვიან წელიწადში.

მომდევნო წლებში სისტემური გასხვლით საჭიროა კრონები ვიქონიოთ სასურველ სიმაღლესა და სიგანეში 3-4მეტრი.

გარდა ტოტების სხვლისა საჭიროა ფესვთა სისტემის გასხვლა. კრონის გადაჭრილ მხარეს ხის  ძირიდან 2-3 მ დაშორებით სიგრძეზე ამოითხრება 60 სმ სიღრმის და 3მ სიგრძის ტრანშეა. ამ სიღრმეზე შემხვედრი ყველა ფესვი გადაიჭრება, მასში ვყრით გადამწვარ ნაკელს ზემოთ კი დაეყრება ამოთხრილი მიწის ზედა ფენა, შემდეგ ეს ადგილი კარგად დაიტკეპნება და მოირწყვება.

 

თამაზ ხასაია,
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო