ეგ სახლები ვისთვის გინდათ?!

 „მოყვარეს პირში უძრახე“…
ეს სტატუსი ფეისბუკზე ჩემმა მეგობარმა ანა კოლმა გამოაქვეყნა, რასაც აქვე უცვლელად გთავაზობთ.
ანა საქართველოში, ონში დაიბადა და გაიზარდა, დიდი ხანია უკვე ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მისმა ამ სიტყვებმა შემძრა, ბევრი რამ გადასაფასებელი და შესაცვლელი გვაქვს, სამშობლოსადმი მეტი პასუხისმგებლობა და შრომა გვმართებს.
მართლაც, რას ვუტოვებთ შვილებს?!

 

„არ მინდოდა დაწერა, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ … მეგობრის მიერ  გაზიარებულმა ვიდეორგოლმა გამაღიზიანა…
ემიგრანტებს მივმართავ.

 1909 წლის 11 აპრილი

დაახლოებით 100 ადამიანი ინაწილებს 12 აკრ მიწის ფართობს უდაბნოში.
შემდეგ ამ ადგილზე იქნება თელ-ავივი.


თელ-ავივი დღეს _ 100 წლის შემდეგ 


მგონი აქ სიტყვები ზედმეტია… 
ეს ჩემი ქალაქია!

რისი თქმა მინდა, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს, შარშანაც, შარშანწინაც…

ორი მილიონი ემიგრანტია ქვეყნის გარეთ, ეს უდიდესი ძალაა _ უდიდესი!
აგროვებთ ფულს, ვალებს ფარავთ და ყიდულიბთ სახლებს, ძირითადად თბილისში, ერთს, მეორეს, ზოგი მესამესაც…
ფულს კედლებში ყრით…
უარეს შემთხვევაში კი ამ ფულს შვილები ფანტავენ…

სახლები კარგია, მაგრამ ქვეყანა თუ ცარიელიდება და, სავარაუდოდ თქვენს შვილებსაც უცხოეთისკენ უჭირავთ თვალი? ეგ სახლები ვისთვის გინდათ?!

„ცარიელ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო“… 

ხოდა, თქვე დალოცვილებო! მეორე თუ არა და მესამე სახლის ფული მაინც, მე მათზე ვლაპარაკობ, ვინც უკვე დადგა ფეხზე, ამ თანხის ნაწილით, იქნებ მიწები გეყიდათ, მეურნეობების შგექმნათ და ხალხიც დაგესაქმებინათ? ის შვილებიც, რომლებიც დაუსაქმებლები არიან და ხელებში შემოგყურებენ.
ან გაერთიანდით ჯგუფურად რამდენიმე ემიგრანტი და პატარა საწარმო გამართეთ, ქართული პროდუქცია შექმენით?!

მით უმეტეს, რომ დიდი ინტელექტუალური რესურსია ქვეყნის გარეთ და მათ კიდევ ბევრი ახალი ნახეს და ისწავლეს, რისი „დაკოპირებაც” შესაძლებელია საქართველოში…

ბევრჯერ დავწერე ეს და კიდევ ვამბობ _  თუ ასე არ იზამთ, თქვენ ევროპას _ ხოლო საქართველოს კი აზია-აფრიკელი მიგრანტები შეაფარებენ თავს, ის, თქვენს მიერ ნაყიდი სახლებიც მათი გახდება და უპატრონოდ მიტოვებული მიწებიც… მშივრები არიან!!

ვიცი, არ მოგეწონებათ ჩემი ნათქვამი, და ნუ მეჩხუბებით ახლა…

და ისევ ზემოთ  გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე _ 1909 წელი, უდაბნო და იგიევე ტერიტორია _ 2019 წელი… წალკოტი …

საქართველო კი წალკოტი იყო და წალკოტია დღესაც, შევინარჩუნოთ ეს წალკოტი!

საქართველო ჩემიცაა… ესეც შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ, დიახ! ჩემიცაა და ნამდვილად ვცდილობ საქართველოსთვის…

ნუ მიწყენთ!„

წერს ანა კოლი.

ნესტან გუგუშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *