ეკოფიტოლი (ექსტრაქტი) _ ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვები ფუტკრებისთვის

 ფუტკრებისთვის კონცენტრირებულ, ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  ეკოფიტოლის ექსტრაქტი ფუტკრების საკვებად ერთ-ერთი  კარგი საშუალებაა, რომელიც ფუტკრის ოჯახის გაძლიერებას უწყობს ხელს.

გამოშვების ფორმა: ექსტრაქტი მუქი ყავისფერია,  აქვს მწარე გემო, წიწვის და ნიორის სპეციფიკური სუნი.

შემადგენლობა: წიწვის ექსტრაქტი, პოლინის ექსტრაქტი, ნიორის ზეთი, მჟაუნმჟავას მჟავე ექსტრაქტი, ზღვის მარილი და დამხმარე ნივთიერებები.

აღწერა: ფიტოსაკვების გამოყენება აძლიერებს ფუტკრის მდგრადობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, სიდამპლეების და ვირუსული დაავადებების მიმართ, ამაღლებს დედის რეპროდუქტიულობის აქტივობას, ასტიმულირებს იმუნიტეტს და მკვეთრად ამცირებს ფუტკრის ოჯახების დაავადებებს.

გამოყენება:
ეკოფიტოლი იხსნება თბილ (35ºС -40ºС ) შაქრის სიროფში (მომზადებული 1:1)-10მლ ეკოფიტოლი 1ლ შაქრის სიროფში. მომზადებულ ხსნარს ასხამენ ზედა საკვებურებში 0,5ლ საშუალო სიძლიერის ოჯახში, კვებას ატარებენ 3-4-ჯერ 3 დღის შუალედებით.

დაფასოება: 50მლ, პოლიმერული ფლაკონები.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 0ºС -დან 25ºС -მდე.

ვარგისიანობა: სამი  წელიწადი დამზადებიდან.

მწარმოებელი: დსს „აგრობიოპრომი“

წყარო: futkara.gweb.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *