დარგებიმეფუტკრეობა

ეკოსტოპი

ვაროატოზისა და აკარაპიტოზის სამკურნალო პრეპარატი. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია“, ბულგარეთი. მოქმედი ნივთიერება  _ თიმოლი, რითაც იჟღინთება ხის ფირფიტები.  დამუშავება ადვილია, ეფექტურობა _ დიდი.

წამლის ფორმაგარეგანი მოხმარების პლასტიკური ფირფიტა, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

შემადგენლობათითოეული ფირფიტა შეიცავს: თიმოლი 5.0 გ; პიტნის ზეთი 2.0 გ.

გამოშვების ფორმა1 ცალი მუყაოს ყუთი წარმოდგენილი 6 ფირფიტით.

ფარმაკოთერაპიული საშუალებააკარიციდული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატ ეკოსტოპის აქტიური მოქმედი ნივთიერებები – თიმოლი და პიტნის ზეთი ორთქლდება და აქვს პროლონგირებული სამკურნალო ეფექტი. თიმოლსა და პიტნის ეთერზეთი ხასიათდება აკარიციდული მოქმედებით ფუტკრების ვაროატოზის გამომწვევის _ “ V arroa destructor” ტკიპაზე. ამ ნივთიერებებით ფუმიგაცია იწვევს არა მხოლოდ პარაზიტების მოსპობას, არამედ ასევე ახანგრძლივებს განკურნებული ფუტკრების სიცოცხლისუნარიანობას. თიმოლისა და პიტნის ზეთი ხასიათდება ასევე ბაქტერიციდული თვისებებით , რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფუტკრების ოჯახების მიკრობულ დაბინძურებას. ეკოსტოპის ფირფიტები არის ეკოლოგიური პროდუქტი, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია სამკურნალო ფორმაში. იგი არის მოსახერხებელი, ადვილად მისაღები, გამოირჩევა ფუტკრების მიერ კარგი ამტანობით და მაღალი ეფექტურობით ვაროატოზთან ბრძოლაში.

გამოყენების ჩვენებები: ფუტკრების ვაროატოზის და აკარაპიტოზის ( ტრაქეის ტკიპა ) პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები: გამოიყენება ეკოსტოპის 1 – დან 3 – მდე ფირფიტა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, ფუტკრების ოჯახების სიძლიერისა და დაავადების სიმწვავის გათვალისწინებით. პრეპარატის ფირფიტა მოქმედებს 45 დღის განმავლობაში. ფირფიტას ხსნიან უშუალოდ გამოყენებამდე, ათავსებენ კორპუსის ბუდეში მოთავსებულ ჩარჩოებზე. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება; დაყოვნების პერიოდი არ აქვს;

შენახვის პირობები: ინახება მშრალ , კარგად განიავებად სათავსოში, 5°C – დან 30°C – მდე ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვით, სითბოს წყაროსგან მოშორებით, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენება თაფლის შეგროვების (ღალიანობის) პერიოდში. არ არის რეკომენდებული ჰაერის +33°C ტემპერატურის ზევით წამლის გამოყენება. უსაფრთხოების სპეციალური წესებს გამოუყენებელი პროდუქტისა ან მისი ნარჩენების განადგურებისათვის არ საჭიროებს.

ვარგისობის ვადა: ვარგისია გამოშვებიდან 24 თვის განმავლობაში.