ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის

სასათბურე კულტურების დამცავი საშუალება

ორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე შექმნილი კონცენტრირებული ხსნარი. გამოყენების ფორმა: სითხე, აეროზოლი.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური და ვიროციდული საშუალება. 

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl – 0.26 %, HClO – 0.045 %, ClO  – 0.005 %, ცეოლითი – 0,02 %. 

დანიშნულება: 

• სასათბურე კულტურების (მწვანილები, ღეროვანი ბოსტნეულები, ხილ-ბოსტნეული) დამხმარე საშუალება.

• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.• სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.დახასიათება:

• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.

• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.

 • მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას.

• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარეზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.

• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

1. სოკოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა:

2. ბაქტერიული დაავადებებისას, როგორიცაა:

3. ვირუსული დაავადებების და მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ.

უპირატესობანი: • საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა,  სხვა მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.

• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებითვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.

• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.

• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.

• ხელს უწყობს სასათბურე კულტურების ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.

• აძლიერებს სასათბურე კულტურების იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება: 

• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 100 მლ კონცენტრატი ,,ელექსირი სასათბურე კულტურისთვის’’ გააზავეთ 6 ლიტრ წყალში – გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.
• ყვავილობისას:  200 მლ კონცენტრატი “ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის” გააზავეთ 6 ლიტრ წყალში – გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

წყარო: https://www.elixir.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *