ელექსირის ხსნარი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც ფრინველებში არსებულ სხვადასხვა დაავადებებს კურნავს…

 მეფრინველეობა ერთერთი მნიშვნელოვანია დარგია აგრარულ სექტორში. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ  „ელექსირის’’ ხსნარის შესახებ, რომელიც წარმატებით გამოიყენება მეფრინველეობაში ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. 

კომპანია „ინო-ლაბის’’ მიერ წარმოებული ხსნარი „ელექსირი“ გამოიყენება   ფრინველთა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, მკურნალობის გაადვილებისთვის, ფრინველთა დაწყურებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის გაჯანსაღებისთვის, ასევე მეფრინველეობაში არსებული, ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დეზინფექციისათვის.

   „ელექსირის’’ მეშვეობით მცირდება სხვადასხვა წამლებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება, რაც დაავადებებთან ბრძოლას ამარტივებს. ასევე, ინფიცირებულ ფრინველს საკვების მიღება უადვილდება, მონელების პრობლემა უწესრიგდება და იმუნიტეტი უძლიერდება.

მცირე ულუფების ეფექტიანად ათვისების ხარჯზე მოხმარებული საკვების მოცულობა მკვეთრად მცირდება.

კვერცხის ზომა ხდება  სტანდარტული (ხშირად არასტანდარტული, ძალიან დიდი კვერცხის დადებისას, მწყერი ტრავმას იღებს და ვარგისიანობას კარგავს), უმჯობესდება კვერცხდების რაოდენობა და ხარისხი. „ელექსირის“ გამოყენებით მკვეთრად მცირდება ფრინველის სიკვდილიანობა.

   ინფორმაციის დასაზუსტებლად თელოვანის ფერმერს, გიორგი გვენეტაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც „ელექსირის’’ ხსნარი შეიძინა და იყენებს.

_ რამდენი ხანია, რაც ელექსირს იყენებთ?

 _  დაახლოებით, 10 დღეა რაც შევიძინე,  ფრინველების აღჭურვილობის დეზინფექცია მინდოდა, თუმცა, ამის გარდა, კიდევ უამრავი სასარგებლო თვისება ჰქონია. ელექსირის ხსნარი შევურიე ქათმების დასაწყურებელ წყალში, რის შედეგადაც, მესამე დღიდანვე კვერცხდებამ 10%-ით მომემატა. საგრძნობლად გაუმჯობესდა კვერცხის ხარისხი,  ზომაც დარეგულირდა. აშკარა ცვლილებებს ვხედავ, რასაც ველოდი, იმაზე ბევრად კარგი შედეგი მივიღე.

_ რა დოზას აძლევთ ფრინველს?

   ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალში ვაზავებ 1 პროცენტ ხსნარს, ხოლო აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავებისთვის კი 30 % იან კონცენტრატს ვიყენებ.

_  მისაღებია ფასი, გიღირთ „ელექსირის’’ შეძენა?

   _ ნამდვილად, მიღირს. კვერცხდების მომატებით, უკვე იმაზე მეტი თანხა მივიღე, ვიდრე „ელექსირში” გადავიხადე, შესაბამისად, „ელექსირი” ჩემთვის, ყველანაირად, მისაღები და ხელმისაწვდომია. ახლა ველოდები საკვების შედეგს. როგორც ვიცი, მინიმუმ 5%-იანი შედეგი უნდა მომცეს და ეს ფერმერისთვის თანხის მნიშვნელოვანი დანაზოგია. დღეში სადღაც 700 ლარი მიჯდება საკვები და 5%  ეკონომია რომ მივიღო, ძალიან დიდი შეღავათი იქნება.

თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ „ინო-ლაბმა’’ ინოვაციური პრეპარატი შექმნა, რომელიც უსაფრთხოა, როგორც სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ასევე ადამიანებისთვის.

სალომე ბიბილაშვილი

Tbilisi, Georgia, 0108 Mari Brose Str. #2 
Cell: +995 595592025
Office: +995 32 2033331 ext. 109

Email <marketing@tsholding.ge>

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *