„ელექსირის’’ ხსნარის ცდა მესაქონლეობაში და ეფექტური შედეგები

 „ელექსირი’’ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო პროდუქტი აღმოჩნდა. კომპანია „ინო-ლაბი’’ სისტემატიურად უკავშირდება ფერმერებს და ცდებს ატარებს.

დღესდღეობით, „ელექსირის’’ ხსნარი საშუალებას იძლევა, რომ გაკონტროლდეს და  მდგომარეობა გაუმჯობესდეს საქონლის სადგომებში. სწორედ ამიტომ, დედოფლისწყაროს სოფელ არხილოში არსებული მეძროხეობის ფერმაში ერთ მეწველ ძროხაზე 10 დღიანი ტესტი ჩატარდა. მას სიმბოლურად „ელექსირა’’ დაერქვა. პირველი ეფექტი საკვების შემცირება და წველადობის მომატება იყო. ყოველდღიური 30კგ. საკვების მიღება შემცირდა 23კგ-მდე, თუმცა შემდეგ საკვების შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა.

დადებითი მხარეები, რაც 10 დღიან პერიოდში გამოჩნდა, არის ის, რომ წველადობა მოიმატა და არ ჩამოდიოდა 22-23 ლიტრს დაბლა. ასევე, იყო დღეები, როდესაც 25 -26 ლიტრზე ავიდა. გამოსწორდა საკვების მიღების პროცესი. მაგალითად, თუ ძროხამ პირველ დღეს წყალი არ დალია, შემდეგ მიეჩვია და როგორც სასმელზე ასევე საკვების სუნზე მოთხოვნა მოემატა. კანზე არსებული დაზიანებები და წანაზარდებიც გაუქრა.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კომპანია „ინო-ლაბის“ დირექტორს ზურაბ მჭედლიშვილს ვესაუბრეთ.

_ როგორც ვიცი, საქონელზე „ელექსირის’’ ცდა მიმდინარეობს. რა ეტაპზეა პროცესი?

_ ახლა საქონლის დიდ რაოდენობაზე ცდის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატს გვერდითი მხარეები არ ახასიათებს, მაინც მნიშვნელოვანია, რომ პროცესებს თვალი ვადევნოთ. ფერმერების დადასტურებით, პირველ ეტაპზე, ,,ელექსირი’’ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

_ რა არის ის ძირითადი გამოვლინებები, რაც მომხმარებელს პრეპარატის უნიკალურობაში დაარწმუნებს?

_ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პრეპარატის გამოყენებისას მიიღება ბიოპროდუქტები. რაც შეეხება ტესტირებების პროცესს, ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ. საქონელი გაჯანსაღდა, გასუფთავდა ყველა ნაკაწრის და წანაზარდისგან, რძის წველამ დაახლოებით 30% მოიმატა, დაფიქსირდა საკვების და სასმელი წყლის მიღების კლება.  ასევე, დადებითი შედეგები აჩვენა საქონლის სხვადასხვა სახის დაავადებების განკურნების კუთხით, მათ შორის, დიარეაზე, მასტიტზე. გარეგანი დამუშავების შემდეგ საქონელს არ მიეკარა ბუზი, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს ის ენერგიას არ ხარჯავს და ეს მის სიჯანსაღეზე და პროდუქტიულობაზე პოზიტიურად აისახება.

_ ინფორმაციის დასაზუსტებლად თუ რა პრობლემები შეექმნა პირუტყვს და ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ რა შედეგი მიიღეს, ვესაუბრეთ დედოფლისწყაროს სოფელ არხილოში არსებული მეძროხეობის ფერმის თანამშრომელს თამარ ჩიბუხაშვილს:

_ ავარჩიეთ საშუალო წველადობის ძროხა, რომელსაც ჰქონდა 160-ე დღე მაკეობის და  „ელექსირზე” დავაყენეთ. პირველი ორი დღე საკვებს არ იღებდა. თუმცა, პრეპარატის მიღების შემდეგ კვება დაიწყო. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტს იღებდა თავის საკვებს. შემდეგ დაუკლო, მაგრამ რძემ მოიმატა.

მას, ასევე, გარეგნულად ნაკაწრები ჰქონდა და ვამუშავებდით. სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიგვეღო. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ამისთვის მადლობას ვუხდი კომპანია „ინო-ლაბს’’.

_ მეორე შემთხვევასაც გეტყვით: ძროხა მოიწამლა, საკვებს და წყალს არ იღებდა. გადავწყვიტე, რომ პრეპარატი მასზეც მეცადა. სულ რაღაც ორჯერ დავალევინეთ „ელექსირის’’ 5%-იანი ხსნარი. ახლა ძროხა უკვე კარგად არის. კარგად იკვებება და არაფერი არ უჭირს.

ჩვენ გვყავს ძროხა, რომელსაც „ჰემორაგიული მასტიტი’’ აქვს, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. სწორედ ახლა ვგეგმავთ, რომ გამოვიყენოთ „ელექსირის” ხსნარი და სრული კურსი ჩავუტაროთ. ასევე, მიმდინარეობს ცდა კონკრეტულ ჯგუფზე, რომელშიც შედის ათი ძროხა. მესამე-მეოთხე დღეა, რაც ვაკვირდებით. შედეგები დაახლოებით ათი დღის შემდეგ გვეცოდინება. საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ პრეპარატი უსაფრთხოა და ყველას ვურჩევ, რომ გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ „ელექსირი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის” ეფექტიანად ებრძვის პრობლემებს, რომელიც  ბაქტერიებს და ვირუსებს უკავშირდება.

https://www.elixir.ge/

https://www.elixir.ge/ka/ckhovelebisthvis?view=item&item=12627

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *