ევროპელმა მერძევე ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

26 ოქტომბერს, ევროკავშირის მერძევე ფერმერებმა ბრიუსელში, (ბელგია) ევროპის კომისიის სათაო ოფისის წინ, სექტორში არსებული კრიზისისგან მათი შემოსავლების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს.

დემონსტრაცია ევროპის რძის საბჭოს (EMB) მიერ იყო ორგანიზებული. ფერმერებმა სამთავრობო აღმასრულებლებს წარმოების მოცულობის შემცირების სქემის ამუშავებისკენ მოუწოდეს, რაც გათვალისწინებულია საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით (CAP), რათა დაცული იყოს რძის წარმოების მოცულობა და ფასების ცვლილებას შეესაბამებოდეს .

მსგავსი ზომები ევროკავშირში გასული წლის აგვისტოში ერთხელ უკვე მიიღეს, რაც ფერმერებზე 150 მილიონი ფუნტი სტერლინგის ჯამური ღირებულების ფულადი ანაზღაურების გაცემას გულისხმობდა, რათა მათ შეემცირებინათ წარმოებული რძის მოცულობა. შედეგად 44000 ათასმა ფერმერმა 6 თვის განმავლობაში ნებაყოფლობით შეამცირა რძის წარმოება, რითაც ბაზრიდან 852 000 ტონა რძის ამოღება მოხერხდა.

თუმცა, ფერმერების განცხადებით ახლანდელი მოგება არ არის საკმარისი გასული წლების განმავლობაში მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად და მათ მეტი უსაფრთხოება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კარაქზე ფასები გაიზარდა, ბაზარზე ნაკლები მიწოდების გამო, ფასის მატების შედეგად მიღებული შემოსავალი რძის მწარმოებლებთან არ მისულა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯეინ-კლაუდ ჯანქერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, „როცა ერთი ლიტრი რძის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთი ლიტრი _ წყლის, ბაზარი არ ფუნქციონირებს გამართულად“. თუმცა, კომისიის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ წარმოების რეგულირების ნებისმიერი მცდელობა გრძელვადიან პერიოდში კვოტირების სისტემაზე დაბრუნებას გამოიწვევს, რომელიც 2003 წელს ერთხელ უკვე გააუქმეს.

წყარო: http://georgiandairy.org

www.euractiv.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *