ევროპის ტრაქტორების ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება

ევროპის 30 ქვეყანაში 2017 წელს შარშანდელთან შედარებით 161 235 ტრაქტორი გაიყიდა და 2016 წლის მონაცემებს 12, 3 %-ით გადააჭარბა.

ევროპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფედერაციის (CEMA) მონაცემებით,  ტრაქტორების გაყიდვაში მკვეთრი ნახტომი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, რაც დაკავშირებული იყო სამუხრუჭე სისტემისა და განათების სისტემების მიმართ იმ ახალ ტექნიკურ მოთხოვნებთან, რომელიც ახალ ტრაქტორებზე 2018 წლის იანვრიდან გამოიყენება.

ტრაქტორების გაყიდვა პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდა 5,7%-დან (ესპანეთი) 22, 9%-მდე (დანია) მერყეობს.

ახალი ტრაქტორების შესყიდვა შარშანდელთან შედარებით მხოლოდ საფრანგეთშია 2.2%-ით შემცირებული.

ფედერაციის მონაცემებით თითქმის ყველა კლასის და სიმძლავრის ტრაქტორების გაყიდვა გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნა 100-დან 150 ცხენის ძალიანი ტრაქტორებზე ფიქსირდება. 300 ცხ/ძ ტრაქტორების რეალიზაცია გასული წლების მსგავსად სტაბილურია.

სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებლები 2018 წელსაც ბაზრის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან და ამ ფერმერთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.

 წყარო: farmer.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *