ევროპის ცნობილი რესტორატორი ანტიბიოტიკებიან ქათმის ხორცს აღარ შეიძენს

McDonald’s-ის ევროპული წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მკვეთრად ცვლის ქათმის ხორცის პროდუქტების მიმართ მიდგომას.

სწრაფი კვების ჯგუფი McDonald’s აცხადებს, რომ გეგმავს ევროპაში მხოლოდ იმ საწარმოების ქათმის ხორცი იყიდოს და გადაამუშაოს, რომლებიც პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკებს არ იყენებენ.

როგორც გერმანიაში McDonald’s-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰოლგერ ბიკმა განაცხადა, ამ პროგრამაზე გადასვლის ეტაპი უკვე დაიწყო.

„გერმანიაში ჩვენ უკვე უარი ვთქვით ქათმის იმ ხორცზე, რომლის გამოსაკვებად ადრე პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკებს იყენებდნენ“ _ განაცხადა ბიკმა და განმარტა, რომ  ახალი წესები ამოქმედდა მთელს ევროპაში 2018 წლის იანვრიდან.

ადრე ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმსხვილესმა ევროპულმა რიტრეილერმა ხორცის, რძის, და კვერცხის მომწოდებლებს მოსთხოვა, წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რომ ისინი ფრინველების და ცხოველების გამოსაკვებად იყენებდნენ ჰერბიციდ გლიფოსატის გარეშე მარცვლეულისა და მწვანე მასისგან დამზადებულ საკვებს.

წყარო: agrarheute.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *