FAO- უნგრეთის სტიპენდიები აგრარული სპეციალობის მაგისტრანტებისთვის უნგრეთში სასწავლებლად

დაიწყო განაცხადების მიღება FAO-სა და უნგრეთის მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უნგრეთში სასწავლებლად.
ამის შესახებ FAO-ს პრესსამსახური იუწყება.

ორწლიანი სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის დაფინანსებას ასპირანტურაში სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის განვითარებადი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდან.

უკვე მეათე წელია რაც FAO-ს სტიპენდიების პროგრამა უნგრეთის ფინანსური მხარდაჭერით საშუალებას აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტებს გაიფართოვოს და გაიღრმაოს ცოდნა. ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული დოქტორანტები ჩაატარებენ კვლევებს მესაქონლეობის დარგში, წყლის რესურსების მართვაში სოფლის მეურნეობაში და ეკოლოგიურ ინჟინერიაში. სწავლება უნგრეთის ორ უნივერსიტეტში ჩატარდება – დებრეცენის და სენტ იშტვანის სახელობის უნივერსიტეტებში.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს: განაცხადის გაფორმებას, სწავლების დაფინანსებას, წიგნებითა და სხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფას, საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ყოველდღიური ხარჯების კომპენსაციას და სამედიცინო მომსახურებას.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი, სასწავლო პროცესი კი დაიწყება 2018 წლის შემოდგომაზე.

დღეისათვის 300-მდე სტუდენტმა უკვე გაიარა სწავლების კურსი FAO-უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები და წვდომა სპეციალისტების გლობალურ სისტემასთან.

განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციაზე და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

წყარო:http://georgiandairy.org

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *