ღორის აფრიკული ჭირის ვაქცინა შექმნილია

ბოლო დრომდე ვირუსოლოგებს ნაკლებად ჰქონდათ იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ღორის აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის შეიქმნა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ისინი შეცდნენ.

მერამდენე წელიწადია მსოფლიო მეღორეობის დარგზე ღორის აფრიკული ჭირი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, მაგრამ, ჩანს, ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. როგორც ესპანელი მკვლევარები ამტკიცებენ, ღორის აფრიკული ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილია; მადრიდის უნივერსიტეტში ჩატარებული ტესტირების  დადებით შედეგები დიდ იმედს იძლევა.

მადრიდის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის ვირუსოლოგის, ღორის აფრიკული ჭირის (ფაო) ლაბორატორიის დირექტორის  პროფესორ ხოსე სანჩეს-ვისკაინოს განმარტებით მრავალწლიანი კვლევები წარმატებული აღმოჩდა და კარგი პროდუქტის, ღორის აფრიკული ჭირის ვაქცინის შექმნით დასრულდა.

მეცნიერებს სურთ ვაქცინის ეფექტიანობა ჯერ გარეულ ღორებზე გამოსცადონ.

ექსპერტები თვლიან, რომ პირველ რიგში ვაქცინა გარეულ ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის გავრცელების საწინააღმდეგოდ და სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ევროკავშირში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე დახურული ტიპის მეღორეობის მეურნეობებში. აფრიკული ცხელება გარეულ ღორებს მასობრივად ხოცავს.

მიღწეული შედეგის მიუხედავად, კვლევები გრძელდება, რადგან დასადგენია ვაქცინის სტაბილურობის ზოგიერთი ასპექტი. მაგალითად, ასევე ნათელი არ არის, თუ ერთ ინდივიდს ვაქცინის რამდენიმე დოზა გაუკეთდება, რა შედეგი დადგება. გარეული ცხოველების მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ასეთი შემთხვევების ალბათობა დიდია.

როგორც დოქტორი ხოსე სანჩეს-ვისკაინოსი აღნიშნავს, უკვე რამდენიმე საერთაშორისო კორპორაციასთან  წარმოებს მოლაპარაკება, რომლის მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე გარეული ღორების სრული პოპულაციის მასობრივი ვაქცინაცია და მკურნალობაა, რაც თავის მხრივ შინაურ ღორებზე დაავადების გავრცელების საპრევენციო ეფექტიანი ღონისძიებაც იქნება.

ვაქცინა, როგორც პროფესორი ვარაუდობს, ბაზარზე 2 წელიწადში გამოჩნდება.

წყარო: www.topagrar.com,

Фото: pixabay.com. marmarmet

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *