ღორის ჯიშები _ დიდი შავი ჯიშის ღორი

დიდი შავი ჯიშის ღორი გამოიყვანეს 1899 წელს, ინგლისში ადგილობრივი გრძელყურიანი, ნეაპოლიტანური და ჩინური შავი ღორის შეჯვარებით. ევროპაში ღორმა „კორნუელურის“ სახელი შეიძინა. რუსეთში (საბჭოთა კავშირში) ჯიში 1949 წელს გერმანიიდან შემოიყვანეს, საიდანაც საქართველოშიც გავრცელდა.
მსხვილი შავი ღორის ჯიშის აღწერა

​თეთრლაქიანი ღორების გამოსაყვანად ხშირად დიდ შავს სხვა ჯიშებთან _ დიდ თეთრთან და ლანდრასთან აჯვარებენ.

დიდი შავი ჯიშის ღორს ტანი რამდენადმე წაგრძელებული აქვს. ზრდასრული ღორი სიგრძეში 160 სმ. აღწევს. აქვს საშუალო ზომის თავი, _ დიდი თვალებზე ჩამოფხატული ყურებით, მოკლე, მკვრივი კისერი, ფართო კასრისებრი მკერდი, გრძელი, ფართო სწორი ან თაღისებრი ზურგი, ფართო თეძოები, მსხვილი, ხორციანი ბარკლები, სწორი, ძლიერი, მყარჩლიქიანი ფეხები.

ტანი დაფარული აქვს ხშირი, პრიალა, ფაქიზი შავი ჯაგრით.

პროდუქტიულობა

ზრდასრული ღორის წონა 250 კილოგრამს აღწევს, ტახის _ 350 კილოგრამს. ახასიათებს მრავალგოჭიანობა. ერთ დაყრაზე ნეზვი 9-11 გოჭს იძლევა. გოჭები 6 თვეში 100 კილოგრამს წონას აღწევენ. ხორცის გამოსავლიანობა 60-65%. 50.1 % მჭლე, 40,5%_ სალა. სალის სისქე 25მმ.

გავრცელების ზონა

დიდი შავი ჯიში ფართოდ არის გავრცელებული დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელორუსიაში, უკრაინაში, რუსეთში.

 დადებითი თვისებები

დიდი შავი ჯიში იოლად იტანენ სიცხეს, კარგად ეგუებიან ერთად, კოლტში მოვლის პირობებს, აქვთ დიდი კონსტიტუცია და ტანის პროპორციული აგებულება.

უარყოფითი თვისებები

ჯიშის უარყოფითი თვისებებს შეიძლება მივაკუთვნოთ: ფაქიზი კონსტიტუცია. ასევე ჩაკეცილი კანი, რომელიც  ხშირად უღიზიანდება და მსუბუქად ჩამოშვებული ტანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *