ღვინის ექსპორტი 12%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი – 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი 50% (103724) და აშშ – 1% (399054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 70% (33450)), ნიდერლანდები – 39% (63951), საფრანგეთი – 15% (113297), ესტონეთი – 12% (464792), ლატვია – 12% (1427836), ლიეტუვა – 7% (366552),  გერმანია – 3% (378954) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი –  102% (135294), მონღოლეთი – 44% (162390), ყირგიზეთი – 37% (179610), უკრაინა – 34% (8346700), ყაზახეთი – 16% (3112202), რუსეთი – 10% (42344328), ბელარუსი – 3% (1353042) და სხვა.     
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (42344328), უკრაინა (8346700),  ჩინეთი  (5410667), ყაზახეთი  (3112202) და პოლონეთი (2788029).
ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 8% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *