ღვინის ექსპორტი იზრდება

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე დღითი იზრდება და ჩვენებური ღვინო სულ უფრო მეტ ახალ მომხმარებელს იზიდავს.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

 სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია და მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

იაპონია – 124% (166 032 ბოთლი);

დიდი ბრიტანეთი – 67% (50 062);

პოლონეთი – 32% (1 886 618);

 აშშ – 4% (244 374).

ექსპორტი გაზრდილია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაშიც:

რუმინეთი – 390% (84 654);

ჩეხეთი – 68% (30 456);

გერმანია – 32% (308 734);

ლიეტუვა – 21% (265 062);

ნიდერლანდები – 17% (38 799);

ლატვია – 16% (966 726);

ესტონეთი – 7% (329 304).

ექსპორტი გაზრდილია  ტრადიციულ ბაზრებზე:

ყირგიზეთი 81% (140 370);

ყაზახეთი – 41% (1 996 860);

უკრაინა – 38% (5 040 319);

რუსეთი – 20% (28 564 609);

ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.                

ექსპორტიორი ქვეყნების  ხუთეული:

რუსეთი  (28 564 609);

უკრაინა (5 040 319);

ჩინეთი  (3 514 066);

ყაზახეთი  (1 996 860); 

პოლონეთი (1 886 618). 

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *