ღვინის ექსპორტმა ბოლო წლების რეკორდი მოხსნა

2018 წლის იანვარ-ნოემბერში  საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  78 მილიონამდე ბოთლი ღვინოა (0,75ლ.) ექსპორტირებული, რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.

♦ ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34% (103724), იაპონია – 30% (201275 ბოთლი), პოლონეთი – 27% (3026652) და აშშ – 3% (456376); 

♦ ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 69% (57708), ნიდერლანდები – 41% (72249), ლიეტუვა – 19% (439980),  საფრანგეთი – 15% (113885), ესტონეთი – 11% (509840), ლატვია – 10% (1612234), გერმანია – 9% (439638), კანადა – 7% (173538) და ა.შ.; 

♦ ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი –  102% (135294), ყირგიზეთი – 34% (179610), აზერბაიჯანი – 31% (146256), მონღოლეთი – 27% (214398), უკრაინა – 24% (9525172), ყაზახეთი – 10% (3396452), რუსეთი – 11% (48587707), სამხრეთ კორეა – 275% (68124), სინგაპური 6700% – (40800) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული: რუსეთი  (48587707), უკრაინა (9525172),  ჩინეთი  (6275909), ყაზახეთი  (3396452) და პოლონეთი (3026652).

ამასთან, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43%. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *